ფალკაო ლონდონურ მომავალზე: “ჩემს შანსს ველოდები”
მართლია, რადამელ ფალკაოს სათადარიგოთ სკამზე უწევს ჯდომა, თუმცა ის დანებებას არ აპირებს. მისი თქმით ის შანსს ელოდება, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს.
კოლუმბიელი ფეხბურთელი Goal-ის ჟურნალისტს კიდევ რამოდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა …
მის მიერ გატანილ ყველაზე მნიშვნელოვან გოლზე
“უმნიშვნელოვანესი გოლი? რა თქმა უნდა ის, რომლის მეშვეობითაც კოლუმბიამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ასევე აღსანიშნავია ევროპა ლიგის ფინალში გატანილი გოლებიც, “პორტოსთან” და “ატლეტიკოსთან” ერთად. მიყვარს მაკრატელა გოლებიც.”
მის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეზე
“სერხიო რამოსი ყველაზე რთული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. ის ძალიან ძლიერი და სრულყოფილი ფეხბურთელია.”
ტრავმებსა და ამჟამინდელ სიტუაციაზე
“ორი თვის მანძიზლე გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ეხლა კი სათამაშო დრო მესაჭიროება. ბოლო თვეებმა ისე ვერ გაიარა, როგორც მინდოდა, თუმცა მომავალში შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.”
ლონდონურ ცხოვრებაზე
“უფრო ხშირად იმ ადამიანებს ვესაუბრები, რომლებმაც ესპანური და პორტუგალიური იციან. პედრო, ცესკი, ასპილიკუეტა. ინგლისურ ენასთან თანდათანობით ვმეგობრდები.
ლონდონი გასაოცარი ქალაქია, აქ მრავლად არის გართობის საშუალებები. ჩემი ოჯახი აქ თავს ბედნიერად გრძნობს.”
დიეგო კოშტასა და სიმეონეზე
“დიეგო კოშტა არის ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ჩვენ “ატლეტიკოში” ყოფნისასაც კარგი მომენტები ურთიერთობა გვქონდა.
სიმეონე კი მას “რივერ პლეიტიდან” იცნობდა. სწორედ მან მიიყვანა “ატლეტიკო” იმ დონემდე, რომელზეც ეხლა იმყოფება.”