ფალკაო “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას ნანობს?
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ “მონაკოს” თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” იჯარის წესით თამაშობს, “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა.
წყაროს ცნობით, კოლუმბიელი ფეხბურთელი თვლის, რომ “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს ის არ სჭირდება და ინგლისურმა გუნდმა ფალკაო მხოლოდ იმიტომ ინათხოვრა, რომ სხვა ფორვარდის შეძენა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ რადამელ ფალკაომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ოც შეხვედრაში მხოლოდ ოთხი გოლის გატანა შეძლო. სამშაბათს კოლუმბიელი ფორვარდი სულაც ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში შეიყვანეს.