ფალკაო: “მართალია, რომ “ბარსელონამ” “იუვენტუსს” ერთი გოლიც ვერ გაუტანა, მაგრამ…”
ფრანგული “მონაკოს” კოლუმბიელ თავდამსხმელს, რადამელ ფალკაოს სჯერა, რომ თავის გუნდს “იუვენტუსის” ბარიერის გადალახვისა და ჩემპიონთა ლიფის ფინალში გასვლისათვის საკმარისი ძალა შესწევს.
“ძალიან ბედნიერი ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ეს უდიდესი რამ არის, განსაკუთრებით ჩემთვის, ჩემი ასაკის ფეხბურთელისათვის. ასეთი შანსი შესაძლოა, მომავალში არც მომეცეს.
“იუვენტუსის” კარში გოლის გატანა ადვილი ნამდვილად არ არის, “იუვე” თავს გუნდურად იცავს.კარში კი ჯანლუიჯი ბუფონი, დიდებული მეკარე დგას, რომლის სიდიადესაც ვაღიარებ.
მართალია, რომ “ბარსელონამ” “იუვენტუსს” ერთი გოლიც ვერ გაუტანა, მაგრამ “ატალანტამ” მათი კარი ორჯერ აიღო. ბუფონის კარში გოლის გატანა განსაკუთრებული გრძნობა იქნება,” – აცხადებს კოლუმბიელი.