ფალკაო: “მთელი სეზონი მონაკოსა და ფრანგული ფეხბურთისთვის ვიბრძოდით”

თარიღი: მაისი 10, 2017

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” “მონაკო” საკუთარ მოედანზეც დაამარცხა, ანგარიშით, 2-1 და ფინალში გავიდა.

დაპირისპირების შემდეგ მონაკოლების კაპიტანმა, რადამელ ფალკაომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ისინი შესანიშნავად თამაშობდნენ: თავიანთ შანსებს მაქსიმალურად იყენებდნენ. როცა ჩვენ გვქონდა გატანის შესაძლებელობები, ხშირად სათანადოდ ვერ ვმოქმედებდით. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა.”

“მთელი სეზონის მანძილზე ვიბრძოდით და ვცდილობდით, რაც შეიძლება წინ წავსულიყავით. ვცდილობდით, წარმატება მოგვეტანა მონაკოსა და ფრანგული ფეხბურთისთვის. ვიმედოვნებთ, მომავალი სეზონი უკეთესი იქნება,” – განაცხადა კოლუმბიელმა.

მსგავსი სიახლეები