ფალკაო: “ვუყურებ დაბრუნებულ ფეხბურთს და შეკითხვა მიჩნდება”
“გალათასარაის” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო გერმანიის ბუნდესლიგის განახლებას გამოეხმაურა.
კოლუმბიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოთამაშეები გოლის აღნიშვნისას ერთმანეთს არ ეხუტებიან.
“ვუყურებ დაბრუნებულ ფეხბურთს და საკუთარ თავთან კითხვა მიჩნდება: არის რაიმე განსაკუთრებული მიზეზი, რაც გოლის გატანის შემდეგ ერთმანეთთან ჩახუტების უფლებას არ გვაძლევს? მატჩის მიმდინარეობისას, ჩვენ ერთმანეთთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. კუთხურების დროს მცველი შენთან ერთადაა, ცოცხალ კედელში კი ფეხბურთელები ერთად დგანან”, – წერს ფალკაო Twitter-ში.
Viendo el retorno del fútbol me pregunto: ¿Existirá una razón técnica para que no se permita el abrazo en los goles? Durante todo el partido estamos en constante contacto. ¡En un tiro de esquina están los defensores encima tuyo!. En las barreras están todos juntos 🤔
— Radamel Falcao (@FALCAO) May 16, 2020