ფალკაოს ბრწყინვალე შედეგი საფრანგეთის ჩემპიონატში
მართალია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საფრანგეთის ჩემპიონის, “მონაკოს” რიგები მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, მაგრამ ჟარდიმის ბიჭები საშინაო ჩემპიონატში მაინც კარგად გამოიყურებიან. ეს კი მეტწილად “მონაკოს” კოლუმბიელი ლიდერის, რადამელ ფალკაოს დამსახურებაა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტური “მონაკოსა” და “მონპელიეს” დაპირისპირებამ დარჩა, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ რადამელ ფალკაო გახლავთ, რომლისთვისაც ეს რიგით მეთორმეტე გოლია საშინაო ჩემპიონატში.
აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის 2017/18 წლების სეზონის რვა მატჩში კოლუმბიელმა ვარსკვლავმა მხოლოდ 13 დარტყმა შეასრულა, რომელთაგან 12 ზუსტი აღმოჩნდა, რაც ნამდვილად ბრწყინვალე შედეგია.
გეტყვით იმასაც, რომ “მონაკოში” გადასვლამდე ფალკაო “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ატლეტიკოს” ღირსებასაც იცავდა.