ფალკაოს საკითხი გადაწყვეტილია
მადრიდის “რეალმა” და “მონაკომ” ფალკაოს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. იტალიური პრესის ცნობით მხარეებმა მოლაპარაკებების უკანასკნელი ეტაპი გუშინ, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ გამართეს.
შეთანხმებით ფინანსური მხარე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უცხოელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ “რეალმა” ერთწლიან იჯარაზე მოილაპარაკა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ევროა. მადრიდელებს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესობა ექნებათ.
ოფიციალურად ტრანსფერს გუნდები ჯერ არ ადასტურებენ.