ფანების მუქარების გამო ვან გაალმა 24-საათიანი დაცვა დაიქირავა
ცნობილი ბრიტანული გამოცემის „მირორის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ჩერიშში თავისი სახლის დასაცავად 24-საათიანი დაცვა დაიქირავა. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უფრო უსაფრთხო ბინის ძებნა დაიწყო, რადგან მანჩესტერული კლუბის გულშემატვკირებისგან მუქარის წერილები მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „წითელი ეშაკები“ პრემიერლიგის მეხუთე საფეხურზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მათ ხუთი ქულა აშორებთ. ვან გაალს ხშირად გუნდის არც ისე სანახაობრივი თამაშის გამო აკრიტიკებენ.