ფანი მოედანზე შეიჭრა და მეკარეს მუშტი დაარტყა
სკანდალებით ცნობილი იტალიელი მწვრთნელი პაოლო დი კანიო უკვე დიდი ხანია ინგლისის მესამე დივიზიონის კლუბ „სუინდონ თაუნში“ აღარ მუშაობს, თუმცა ამ გუნდის გარშემო არანაკლები სიგიჟეები ხდება.
„სუიდონსა“ და „ლეიტონ ორიენტს“ შორის გამართული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას, მასპინძელთა ერთ-ერთი ფანი შეიჭრა მოედანზე და მეტოქე გუნდის მეკარე ჯეიმი ჯონსს მუშტების დარტყმა დაუწყო.
საბედნიეროდ, მეკარე დაზიანებას გადაურჩა და მატჩი განაგრძო. „სუიდონის“ პრეზიდენტმა აღნიშნული ინციდენტის გამო მოგივანებით ბოდიშიც მოიხადა.
გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.