მიზეზი, რაც “პარი სენ-ჟერმენს” იძულებულს ხდის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს

თარიღი: თებერვალი 13, 2019

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe Football Leaks-ზე დაყრდნობით კიდევ ერთი ფაქტორის შესახებ მოგვითხრობს, რაც “პარი სენ-ჟერმენს” იძულებულს ხდის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.

• როგორც იცით, უეფა განსაკუთრებული სიფრთხილით იკვლევს კლუბის ფინანსურ მდგომარეობას. “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობის ცნობით სპონსორული ხელშეკრულების თანახმად ის წელიწადში 190 მილიონს იღებს კომპანიისგან, რომელიც კლუბის მფლობელებთან კავშირში იმყოფება. თუმცა უეფაში ეჭვობენ, რომ საქმე 190 მილიონის ნაცვლად 33 მილიონს ეხება.

“პარი სენ-ჟერმენი” საბუთების შემოწმებამდე იდეალურად აკმაყოფილებდა ფინანსური ფეარ-პლეის წესებს, ახლა კი – ვერა.

• იმისათვის, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ზაფხულამდე თანხის საკმარისი რაოდენობა დააგროვოს, 50 მილიონი სჭირდება, რაც არც ისე რთული ამოცანა გახლავთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ უეფა სამი წლის მონაცემებს აჯამებს – გამოდის, რომ მათ კიდევ 170 მილიონი სჭირდებათ.

• პოტენციური წყაროები: ახალი სატიტულო სპონსორი (დაახლოებით 60 მილიონი), კომერციული თანხები, ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი და ფეხბურთელების გაყიდვა.

სანქციებისგან თავის არიდებას “პარი სენ-ჟერმენი” მხოლოდ ვარსკვლავების გაყიდვით თუ შეძლებს, რისთვისაც ეს კლუბი მზად ჯერ არ არის. ამიტომაც, მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული თითოეული მილიონი უმნიშვნელოვანესია.

ჩემპიონთა ლიგისგან “პარი სენ-ჟერმენს” უკვე გარანტირებული აქვს 34 მილიონი ევრო: 15.25 მილიონი მონაწილეობისთვის, 9.9 მილიონი ჯგუფურ ეტაპზე დაგროვებული ქულებისთვის და 9.5 მილიონი პლეი-ოფში გასვლისთვის.

კლუბი ჯერ კიდევ იღებს თანხას სატელევიზიო უფლებების გაყიდვისთვის (292 მილიონი 32 კლუბზე ნაწილდება) და ბონუსს კოეფიციენტების ცხრილში დაკავებული პოზიციის მიხედვით – ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონი მე-11 პოზიციას იკავებს და დაახლოებით 12 მილიონს მიიღებს. ეს კი დაახლოებით 20 მილიონი გახლავთ.

თუმცა, ეს საკმარისი არ არის. გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის თითოეულ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში გაცემული თანხის ოდენობებს:

• ბონუსი მეოთხედფინალში გასვლისთვის – 10.5 მილიონი ევრო
• ბონუსი ნახევარფინალში გასვლისთვის – 12 მილიონი ევრო
• ბონუსი ფინალში გასვლისთვის – 15 მილიონი ევრო
• ბონუსი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის – 4 მილიონი ევრო
• ბონუსი სუპერთასის მოგებისთვის – 4.5 მილიონი ევრო

ჩვენი გამოთვლების მიხედვით, “პარი სენ-ჟერმენს” ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კიდევ 70 მილიონი ევროს შოვნა დასჭირდება, ხოლო თუ ფინალში გავა 55 მილიონ ევროზე ნაკლების. რასაკვირველია, ეს გაცილებით უფრო მისაღები ვარიანტია და ამ შემთხვევაში სიტუაციის მოსაგვარებლად არც ნეიმარის ან მბაპეს გაყიდვა იქნება აუცილებელი.

ასე რომ, “ოცნებების თეატრში” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯევბა შესანიშნავი სიახლეა არა მარტო ტომას ტუჰელისთვის, არამედ კლუბის კატარელი მფლობელებისთვისაც.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ჩელსიმ” მორიგი კრახი განიცადა, “მანჩესტერ იუნაიტედი” მეოთხედფინალ

18 თებერვალს ინგლისის ფედერაციის თასის მერვედფინალურ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე ლონდონის “ჩელსის” ბარიერის დაძლევა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუიშ ნანი “ორლანდო სიტიში” გადავიდა

პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ნანი კარიერას “ორლანდო სიტიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

არდა თურანის დასაფასებელი საქციელი თურქეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

18 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში “ანთალიასპორმა” საკუთარ მოედანზე “ბაშაქშეჰირი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის მე-...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენს ეწევა მაურიციო სარი და რამდენი ევრო უჯდება ეს მავნე ჩვევა “ჩელსის” მწვ

იტალიელი სიგარეტს ვერ ეშვება. 2017 წლის მიწურულს დრის მერტენსმა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აპირებდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონის” პრეზიდენტი: “ვიმედოვნებ, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ჩემპიონთა

“ლიონის” პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლასმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მისი გუნდი მთავარი მიზანი მომდევნო ხუთი წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2019 წლის ბოლო მატჩს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლე გუნარ სულშერი: “ალექსის სანჩესი კეტჩუპის ბოთლს ჰგავს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გუნდის ფორვარდ ალექსის სანჩესის შესახებ ისაუბრა და ჩილელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვანდა ნარამ მაურო იკარდიზე საუბრისას პირდაპირ ეთერში იტირა (ვიდეო)

მილანის “ინტერის” თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ იტალიური Mediaset-ის ეთერში ფეხბურთელის ირგვლივ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსელომ კრიტიკას უპასუხა (ფოტო)

17 თებერვალს, მადრიდის “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი წააგო. ამჯერად “სამეფო კლუბი” “სანტიაგო ბერნაბეუზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: მსაჯის მოქმედება ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ (ვიდეო)

17 თებერვალს, პოლონეთის ჩემპიონატში ვარშავის “ლეგიამ” საკუთარ მოედანზე “კრაკოვია” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპეს რეკორდი

საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” გასვლაზე “სენტ-ეტიენი” მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ციფრები ამბობენ: “რეალი” მარსელოსთან ერთად საშინლად თამაშობს

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი, მარსელო, ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო რომ არის თავის პოზიციაზე, ამაზე ბევრი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” დე ხეას სარფიანი წინადადებით მიმართა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს ფიქრი გუნდის ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას, შენარჩუნებაზე. როგორც ცნობილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლო ძანიოლო: “მინდა, რომ “რომას” ლეგენდად ვიქცე”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “რომასა” და “პორტუს” შორის გამართული პირველი შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

17 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურსი მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ჟირონასთან” 1:2 დამარცხდა. მატჩის 90-ე [&hel...
წაკითხვა