ფაცაციამ “მინსკთან” მოგებული მატჩის სასტარტო ხუთეულში ითამაშა
ლევან ფაცაცია უკვე მყარად ჩაჯდა ნიჟნი ნოვგოროდელთა სასტარტო ხუთეულში. რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მორიგ მატჩში, რომელიც ნოვგოროდელებმა შინ ბელარუსულ „ცმოკსთან“ გამართეს, ქართველმა ფორვარდმა სასტარტოში ითამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ ბეალარუსული გუნდი აუტსაიდერია, ნოვგოროდში ბოლომდე იბრძოლა და ფაცაციას გუნდი ცოტა არ იყოს, ანერვიულა. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა და “ნიჟნი ნოვგოროდმა” მეტოქე 70:65 დაამარცხა.
ფაცაციამ მოედანზე მთლიანობაში 14:27 წუთი გაატარა და თავი 5 ქულას, 1 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე შეფარდებით ესროლა სამიანებიც.
ნოვგოროდელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ტერენს კინსი გახლდათ 22 ქულით, ბელარუსმა ცენტრმა არტიომ პარახუსკიმ კიორმაგი დუბლი მიითვალა – 17 ქულა, 13 მოხსნა.
ფაცაციას კლუბი ვთბ–ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 15 დეკემბერს რიგაში ვეფ–თან ჩაატარებს. ისიც ვთქვათ, რომხვალ მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ვიქტორ სანიკიძის “უნიკსს” უმსპინძლებს და შესაძლოა, ქართული დაპირისპირებაც ვიხილოთ.
gbf.ge