ფაცაციას სასტარტო ხუთეული და სტამბოლში “ეფესთან” გამარჯვება

თარიღი: დეკემბერი 13, 2014

ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდმა“ სტამბოლში „ეფესი“ დაამარცხა და ევროლიგის მეორე ეტაპზე გასასვლელად ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. რუსულმა კლუბმა ბოლო ტურში შინ ჯგუფიდან ოფიციალურად უკვე გასული ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი“ რომ დაამარცხოს,  საწადელს აისრულებს.

ნოვგოროდელები ვითიბის უძლიერეს ლიგაში ბობოქრობენ და როგორც ჩანს, ევროლიგაშიც წარმატებით დაძლევენ პირველ ეტაპს. 19 დეკემბერს „უნიკსთან“ გამარჯვების შემთხვევაში ფაცაციას გუნდი ჯგუფიდან გამსვლელ მეოთხე ადგილს გაინაღდებს. ამ მომენტისთვის კაუნასის „ჟალგირისს“ ნოვგოროდელთა მსგავსად 4 მოგება აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში რუსული კლუბი ჯობს და თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ფაცაციას გუნდი ჯგუფიდან გავა.

ნოვგოროდელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან სტამბოლში „ეფესის“ დამარცხება გმირობის ტოლფასია. „აბდი იპექჩის“ დარბაზში ასპროცენტიან გამარჯვებას ევროპის ვერც ერთი გუნდი ვერ გეგმავს, თუმცა საბრძოლველად ყველა ჩადის და თავაწეულები სტამბოლიდან იშვიათად თუ ვინმე ბრუნდება. ეს ფაცაციამ და მისმა ნოვგოროდელმა თანაგუნდელებმა მოახერხეს. ლატვიელი აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა გუნდმა „ეფესს“ სტამბოლში დაძაბულ მატჩში 65:61 მოუგო და მანამდე თითქმის უიმედოდ მყოფმა ჯგუფიდან გავლის გზა მნიშვნელოვნად გაიკვალა.

ქართველი ფორვარდი მატჩის სასტარტო ხუთეულში იყო. ფაცაციამ ღირსეულად ითამაშა ევროპის უმაღლესი დონის, დიდი მნიშვნელობის მატჩში. მართალია, ის მოედანზე 16:37 წუთს იმყოფებოდა, თუმცა საკუთარ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი და გამარჯვებაშიც საკუთარი წილი დაიდო.

ფაცაციამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, თითო საჯარიმო და სამიანი კი ააცილა. 4 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი არ დაუკარგავს. ნოვგოროდელთაგან საუკეთესო არტიომ პარახუსკი იყო 8 ქულით, 7 მოხსნით და 4 დაფარებით. ბომბარდირობა კი დიმიტრი ხვოსტოვმა და ტრეი ტომპკინსმა გაიყვეს 14-14 ქულით.

მაშ ასე, „ნიჟნი ნოვგოროდის“ ბედი თავად ამ გუნდის მოთამაშეთა ხელშია. თუკი ფაცაციას გუნდი 19 დეკემბერს „უნიკსს“ დაამარცხებს, ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი “მაიამი ჰიტის” ოთხი კალათბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

“მაიამი ჰიტმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ყველას დაუმტკიცა, რომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა