ფავორიტებმა მოსაგები მოიგეს
დღეს მსოფლიო თასის მესამე სათამაშო დღე იყო. გაიმართა სამი მატჩი, ჩვენ კი საქართველოს ნაკრების ჯგუფით დავიწყოთ.
ახალი ზელანდია – არგენტინა 26:16
საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქეებმა და ჯგუფის ფავორიტებმა პირველად ერთმანეთში ითამაშეს. არგენტინა დიდხანს ეომა ახალზელანდიელებს, მეტიც, პირველი ტაიმი მოუგო კიდეც, მაგრამ „ოლ ბლექსმა“ ბოლოსკენ იყოჩაღა და უტეხი მეტოქე მაინც უქულოდ დატოვა.
თავიდან ზელანდიელები ქართერის სამი ჯარიმის შედეგად 9:0 დაწინაურდნენ, მაგრამ პაგაზიდაბალის ლელოთი, პლუს სანჩესის ზუსტი გარდასახვით და ჯარიმით წინ გაიჭრნენ.
ტაიმის ბოლოს ზელანდიელები მოედანზე ორკაცნაკლულნი დარჩნენ და სანჩესმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ 13-კაცა „ოლ ბლექსისგან” შესვენებამდე ჯარიმა გაუშვეს.
ზელანდიელებმა მეორე ტაიმიც ნაკლებობაში დაიწყეს და კიდევ ერთი ჯარიმაც მიირეს, მაგრამ ეს აღმოჩნდა არგენტინელთა მაქსიმუმი. „პუმებმა“ შევსებულ „ოლ ბლექსს“ ვეღარ გაუძლეს და სმიტისგან და კეინისგან ორი ლელო მიიღეს.
სამოა – აშშ 25:16
სამოას ნაკრებმა დაგეგმილი 4 ქულა აიღო. კუნძულელები საწყის წუთებშივე უპირატესობას დაეუფლნენ და პისიმ ანგარიში ჯარიმით გახსნა, შემდეგ ნანაიმ დაალელოვა მეტოქე და ისევ პისის ჯარიმა, რასაც ამერიკელთა ერთი ჯარიმა და ლელო მოჰყვა, მაგრამ პისიმ თავისიანები შესვენებაზე 6–ქულიანი უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში ტრევირანუსის ლელოთი და პისის ჯარიმით უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდეს და ბაუმანისგან მიღებულ ლელოს არც აუნერვიულებია სამოელები.
უელსი – ურუგვაი 54:9
უელსის ნაკრები ურუგვაის პრემიალური ქულით რომ დაამარცხებდა, ისედაც ნათელი იყო. უელსელებმა პირველ ტაიმში მოილიეს ეს საქმე, როდესაც მეტოქეს 4 ლელო „უსახსოვრეს“. მართალია, საპასუხოდ სამი ჯარიმაც გაუშვეს, მაგრამ მეორეში შეინახეს საკუთარი კარი და ჩათვლის მოედანი მშრალად.
თავად მეორე ტაიმშიც 4 ლელო გაიტანეს. ჰო, სამი ლელო ალენის ანგარიშზეა და სამივე პირველ ტაიმში.