ფაზისელებთან მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვება

თარიღი: ნოემბერი 8, 2014

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში გორის „დილა“ „ევგრაფი შევარდნაძის“ სახელობის სტადიონს ესტუმრა და მასპინძლის სტატუსში მყოფ ფოთის „კოლხეთს“მინიმალური სხვაობით 1:0 ძლია.

საერთო ჯამში გორელები გაცილებით კარგად გამოყურებოდნენ და „დილას“ ფეხბურთელები მთელი მატჩი გააზრებული კომბინაციური შეტევებით თავგზას უბნევდა მეტოქეს.

პირველი სახიფათო მომენტი მე-18’ წუთზე კვეკვესკირის ჭკვიანურ გადაცემას მოყვა, როდესაცსეთურიძე პრაქტიკულად ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, თუმცა კუთხე მახვილი იყო, მცველმაც ხელი შეუშალა და ძლიერად ვერ დაარტყა. მეკარეს ბურთის აღება არ გაუჭირდა.

მალევე გორელები გადარჩნენ, როდესაც საკუთარ ნახევარზე ბურთი დაკარგეს და შემდეგ თანაგუნდელმა ზუსტი გადაცემით სიჭინავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, სადაც ფოთელმაშეყრილაძის მოტყუება სცადა, მაგრამ ბექამ მშვენივრად ითამაშა და თამაშის წესების სრული დაცვით, ბურთი სუფთად აართვა მეტოქეს.

31’-ე წუთზე გორელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს. ბოლოს ახალკაცმა ფლანგიდან ბურთი უკან დაუგორა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან კარგ პოზიციაში მყოფ ნიკა კვეკვესკირს, რომელსაც ბოლო მომენტში ფოთელმა ხელი შეუშალა და ზუსტად ვერ დაარტყა. ბურთი მიზანს ოდნავ აცდა. ტაიმის მიწურულს ნიკამ კიდევ ერთხელ ცადა შორიდან დარტყმა, თუმცა ამჯერადაც არაზუსტად.

მეორე ნახევარიც მთლიანად ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობით წარიმართა. 51’-ე გორელებმა კუთხური მოაწოდეს, სადაც ქარქუზაშვილმა თავით ყველას დაასწრო და სულ ოდნავ ააცდინა მიზანს. მასპინძლები გადარჩნენ, ვინაიდან გივის ამ მომენტში ხელს არავინ უშლიდა.

55’-ე წუთზე გორელებმა ლამაზი კომბინაცია გოლით დააგვირგვინეს. მეტოქის საჯარიმოშისეთურიძისა და ახალკაცის მიერ გათამაშებული კედელი გიორგის ზუსტი დარტყმით დასრულდა და „დილა“ წინ გავიდა – 0:1.

ამის შემდეგ მოდებაძის ორი დარტყმა ვიხილეთ. პირველ ჯერზე მან ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა ვერ მოახერხა, ხოლო მეორე მომენტში ირაკლიმ ძალიან კარგად ითამაშა. სეთურიძისზუსტი გადაცემის შედეგად მცველთან ორთაბრძოლაში მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ძლიერად და კარგად დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. მალევე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ადამაძე თავით ოდნავ აცდა და „კოლხეთის“ ფეხბურთელები კიდევ ერთხელ გადარჩნენ გაშვებულ გოლს.

68’-ე წუთზე ჯიშკარიანი ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს წაიქცა და ჯარიმასაც ითხოვდა, თუმცაყრუაშვილმა მომენტი კარგად დაინახა და ფეხბურთელს სიმულაციის გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

რიცხვობრივი უპირატესობა გორელებმა გამოიყენეს და მეტოქეს ბურთი პრაქტიკულად დაუმალეს. შეცვლაზე შესულ ნიკა სადაღაშვილს ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. პირველ ჯერზე მახვილი კუთხიდან ძლიერად და არაზუსტად დაარტყა, ხოლო მეორე ჯერზე ნიკას გოლი გატანაც მართებდა, როდესაც ახალკაცმა ჭკვიანური და კარგი გადაცემით სადაღაშვილი მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა, თუმცა უხეიროდ დაარტყა სეფიაშვილს ბურთის აღება არ გაუჭირდა.

ბოლო წუთებზე ფოთელებს ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა ჩვენი გუნდის ფეხბურთელები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და მეტოქეს შანს არ აძლევდნენ. ერთადერთი ხიფათი ბოლო წუთებზე სტანდარტული მდგომარეობიდან შეიქმნა, რომელიც „დილას“ საჯარიმოს მისადგომებთან დაინიშნა. დარტყმული შეყრილაძემ მოიგერია.

საბოლოოდ გორელებმა ამ მნიშვნელოვანი სამი ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილი დაიკავეს, სადაც „სამტრედიასთან“ ერთად 21 ქულა დააგროვეს. მომდევნო მატჩს „დილა“ უკვე დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე ჩაატარებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში ისევ ისევ აღნიშნული მეტოქე ფოთის „კოლხეთი“ იქნება. პირველი შეხვედრა 17 ნოემბერს გორში გაიმართება, საპასუხო კი 26 ნოემბერს.

 

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: შეყრილაძე, ადამაძე, ჯაფარიძე, ხურცილავა, ქარქუზაშვილი, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, კვეკვესკირი (ჭეჭელაშვილი 93’), სეთურიძე (სადაღაშვილი 74’), ახალკაცი (ერისთავი 80’), მოდებაძე (კაპ.).

სათადარიგო: ზარქუა, ბაჩიაშვილი, სადაღაშვილი, ერისთავი ბერიძე, ჭეჭელაშვილი, ბუზალაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

„კოლხეთი“: სეფიაშვილი, თ. კაკულია (ნ. სიჭინავა 60’), ჩადუნელი, ფარულავა, ლემონჯავა, გოგონაია (კაპ.), დ. სიჭინავა (ლ. კაკულია 80’), გუგუჩია (ამბროლაძე 72’), ჯიშკარიანი, კილასონია, ჯიქია.

სათადარიგო: ბარამიძე, ამბროლაძე, ძაგანია, ლ. კაკულია, ნ. სიჭინავა, გაბისკირია, თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი.

 

გოლი: სეთურიძე (55’) 0:1.

გაფრთხილებები: ქარქუზაშვილი (23’), გუგუჩია (26’), ჯიშკარიანი (38’; 68’), წიქარიძე (69’), ფალავანდიშვილი (83’).

გაძევება: ჯიშკარიანი (68’).

მთავარი მსაჯი: ყრუაშვილი.

 

„დილას“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა (ფოტო, ვიდეო)

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამჟამად შიდა მოპირკეთებითი, გარე კეთილმოწობის, სახანძრო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმეონეს რეაქცია, როცა გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შეჰყავდათ (ვიდეო)

30 ივნისს, ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკო” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიაში ფანებს, რომლებიც დისტანციას არ იცავდნენ, ხელკეტებით სცემეს (ვიდეო)

პირველ ივლისს დანიის თასის ფინალური შეხვედრა შედგა “ოლბორგსა” და “სონდერიისკეს” შორის, რომელიც ამ უკანასკნელის ორბურთიანი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინომ “ბენფიკა” იუარა

ორი დღის წინ ლისაბონის “ბენფიკამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრუნუ ლაჟე გაათავისუფლა. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელები მეორე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანის ძმა სეტიენს: “ორი წუთი? ტირილი მინდა, სერიოზულად”

“ატლეტიკოსთან” საშინაო კედლებში ქულების დაკარგვის (2-2) შემდეგ კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელზე ზეწოლა კიდევ უფრო გაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალაბა და “ბაიერნი” ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა დავიდ ალაბამ შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ კო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიმ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსიმ” 2020-2021 წლების საშინაო ფორმა წარადგინა. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

კოსტა რიკელი ფეხბურთელის საშინელი ტრავმა და მოგებული ჩემპიონატი (ვიდეო)

30 ივნისს, კოსტა რიკის ჩემპიონატის ბოლო ტურში “დეპორტივო საპრისამ” საკუთარ მოედანზე “ალახუელენსე” მიიღო და მინიმალური [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე გოლი “ჯენოას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო WHAT A GOAL CRISTIANO RONALDO 🤯 pic.twitter.com/xs1IET2d2y — TC. (@totalcristiano) June 30, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ არ იცოდა ფეხბურთელის შესახებ, რომელიც 11 წლის შემდეგ “ევერტონს” ტოვე

ლივერპულის “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იტალიელი სპეციალისტი ჟურნალისტების კითხვებს პასუხო...
წაკითხვა