ფედერაცია ჩემპიონობისთვის მებრძოლ “პაოკს” სამ ქულას დააკლებს
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა სადისციპლინო კომიტეტმა “პაოკი” “ოლიმპიაკოსთან” მატჩის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტის გამო მკაცრად დასაჯა – “პაოკს” სამ ქულას დააკლებენ.
როგორც იცით, 25 თებერვალს, “პაოკსა” და “ოლიმპიაკოსს” შორის გასამართი მატჩის დაწყებამდე მასპინძელთა გულშემატკივრებმა “ოლიმპიაკოსის” თავკაცს, ოსკარ გარსიას სახეში ქაღალდის მკვრივი რგოლი მოარტყეს. შედეგად მატჩი გადაიდო.
როგორც იცით, საბერძნეთის ჩემპიონატში “ოლიმპიაკოსი” დომინირებს, ბოლო 21 წლის მანძილზე ეს კლუბი 19-ჯერ გახდა ჩემპიონი. მიმდინარე სეზონში კი მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს “პაოკისა” და “აეკის” სახით.
“აეკი” სატურნირო ცხრილს 52 ქულით ლიდერობს, “პაოკს” 52 ქულა აქვს (ჯერ არ დაუკლიათ, რადგანაც “პაოკს” გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს), ხოლო “ოლიმპიაკოსს” – 47.