ფედერაციის აღმასკომი კოკაიას გამონათქვამების განხილვას აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ აუცილებლად განიხილავს ილია კოკაიას გამონათქვამებს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.
განცხადებაში წერია:
_ 15 სექტემბერს მედია საშუალებებით გავრცელებული ინტერვიუ, რომელიც ილია კოკაიას პრესკონფერენციას ასახავს, გაჯერებული იყო სფფ-ის ხელმძღვანელობის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებით.
ს.კ. „ზესტაფონის” მფლობელის მხრიდან ქართველი ვეტერანები, მათ შორის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩივაძე, ასევე ფედერაციის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ გახდნენ შეურაცხყოფის ობიექტები.
აღნიშნული ინტერვიუ და პრესკოფერენციაზე გაჟღერებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.