ფედერაციის შეცდომის გამო, ექვსი პოლონელი მოცურავე ტოკიოდან სამშობლოში დააბრუნეს

თარიღი: ივლისი 21, 2021

პოლონეთის ცურვის ფედერაციის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში ჩასულ ექვს პოლონელ მოცურავეს, სამშობლოში დაბრუნება მოუწია.

ფედერაციამ უკვე აღიარა, რომ შეცდომით ტოკიოში უფრო მეტი მოცურავე გაგზავნა, ვიდრე საჭირო იყო. შესაბამისად, რამდენიმე მათგანი იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ბუნებრივია, მომხდარმა მოცურავეებს შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 2012 და 2016 წლის ოლიმპიადის მონაწილე სოციალურ ქსელში ასეთ განცხადებას აქვეყნებს – “წარმოიდგინეთ როგორი გრძნობაა, როდესაც ცხოვრების 5 წელი შესწირეთ ოლიმპიადისთვის მზადებას და ყველაფერი წყალში გეყრებათ.”

ასე რომ, პოლონეთს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 23-ის ნაცვლად 17 მოცურავე წარადგენს.

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რა თანხა გამოიმუშავეს ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა?

26 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოუპოვა ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველი ძიუდოისტი -73კგ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

იასპარეზებს თუ არა ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე?

26 ივლისს, ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი -73 კგ წონითი […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

სანდრო ბაზაძე: “თამამად ვიტყვი, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა”

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი გამოსვლიდან ორი დღის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 27 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 27 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. მედლის მოპოვების შანსი აქვს […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “ჩემი უდიდესი პატივისცემა ლაშას”

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ლაშა შავდათუაშვილის წარმატებას გამოეხმაურა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ეგვიპტელმა მოფარიკავემ გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა

ეგვიპტელმა მოფარიკავემ, 18 წლის მოჰამედ ელსაიედმა, ტოკიოს ოლიმპიადაზე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, იანიკ ბორელის, დამარცხება კრიშტიანუ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალში გავიდა! (ვიდეო)

ლაშა შავდათუაშვილი – ადენ-ალექსანდრ ჰუსეინი (ჯიბუტი) იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“ვასრულებ კარიერას” – ნინო სალუქვაძემ გადაწყვეტილება მიიღო

ქართველმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა. […]...
წაკითხვა