ფეკირის გოლის აღნიშვნის შემდეგ, “სენტ-ეტიენის” ფანები მოედანზე შეიჭრნენ (ვიდეო)
5 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში “ლიონი” “სენტ-ეტიენს” ესტუმრა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე ნაბილ ფეკირმა დააფიქსირა. დუბლის გაფორმების შემდეგ, სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა მაისური გაიხადა და ის მასპინძელთა ფანებს უჩვენა. ამ ყოველივემ “სენტ-ეტიენის” გულშემატკივრები გააღიზიანა, ისინი მოედანზე შეიჭრნენ, თამაში კი რამდენიმე წუთის მანძილზე შეჩერებული იყო.
ფეკირმა მატჩის დასრულების შემდეგ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის თავის საქციელს არ ნანობს.
“მათ ჩემი ჟესტი არ მოეწონათ. გოლი ასე აღვნიშნე, თუმცა ცუდი განზრახვა არ მქონია. ანგარიში 5:0 იყო და შემეძლო, ასე არ მოვქცეულიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია. ჩემს საქციელს არ ვნანობ”, – ციტირეებს ფექირის სიტყვებს Goal.Com.