“ფეინოორდი” – “ვიტესი” ჩხუბით დასრულდა (ვიდეო)
“ფეინოორდი” – “ვიტესის” დასრულების შედმეგ კალინ კაზიმ-რიჩარდსა და ზაქარია ლაბადიას შორის დაპირისპირება მოხდა.
საშინაო კედლებში მარცხის შემდეგ “ფეინოორდის” შემტევმა ემოციები ვერ შეიკავა და “ვიტესის” ნახევარმცველთან ურთიერთობების გარკვევა დაიწყო. თუმცა, მასშტაბურ ჩხუბამდე საქმე არ მისულა, ვინაიდან კონფლიქტის განმუხტვა გუნდების სხვა ფეხბურთელები სცადეს, რაც გამოუვიდათ კიდეც.
შეგახსენებთ, რომ მატჩი “ვიტესის” გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. ერთ-ერთი გოლი კი ულამაზესი დარტყმით ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.