ფეხბურთელები, რომლებიც მუნდიალს ტრავმის გამო ტოვებენ
საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რუსულმა გამოცემა, ევროსპორტმა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.
წყაროში, მოცემულია იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ტრავმების გამო ყოვებენ 2014 წლის მუნდიალს.
როგორც იცით, ჯერ კიდევ თვეებით ადრე მიიღო, ზოგიერთმა ფეხბურთელმა ტრავმა და მის შემდეგ ვერ შეძლო მისი მორჩენა.
მაგალითად, ტეო უოლკოტი და რადამელ ფალკაო.
ფრენკ რიბერი
გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთის ნომინანტი, 2014 წლის მუნდიალს ტოვებს, რითიც საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა უდიდესი დარტყმა მიიღო. ის ფრანგების, მთავარი იმედი და მთავარი ძალა იყო. რიბერიმ ტრავმა, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, მას ზურგზე აქვს პრობლემები. ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ის მზად იქნებოდა, თუმცა ვარაუდი არ გამართლდა და გუშინ, დეშამმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრენკი მუნდიალს გამოტოვებს.
მარკო როისი
დორტმუნდის “ბორუსიადან” მარიო გიოტცეს წასვლის შემდეგ, მარკო როისი გუნდში, ფაქტობრივად ლიდერად ჩამოყალიბდა. ის 2013-2014 წლებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გუნდში. ასეა თუ ისე, ის გერმანიის ნაკრებისთვის დიდი ძალა იქნებოდა, თუმცა… მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 8 დღით ადრე, მან ტრავმა მიიღო. როისი, გუშინ წინ, სომხეთთან მატჩში დაიმტვრა, რის გამოც მუნდიალზე ერთი მატჩის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.
ტეო უოლკოტი
ტეო უოლკოტმა 2013-2014 წლების სეზონში, სულ 18 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო, თუმცა მან ამ შეხვედრებში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ის “არსენალის” ნამდვილი ლიდერი იყო, თუმცა “ტოტენჰემთან” მატჩში მყესები გაიწყვიტა, რის გამოც თამაშს სეზონის დასაწყისამდე ვერ შეძლებს. არადა, ის ინგლისის ნაკრების, მარჯვენა ფლანგის ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებოდა. როი ჰოჯსონის გუნდს, დიდად დააკლდება ტეოს არ ყოფნა.
რადამელ ფალკაო
სავარაუდოდ, არცერთ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატზე ისე არ დააკლდება არავინ, როგორც კოლუმბიის ნაკრებს რადამელ ფალკაო. ის ერთპიროვნული ლიდერი იყო სამხრეთ ამერიკული ნაკრებისთვის. მან ტრავმა, რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა მორჩენა ვერ მოხერხდა. იყო სხვადასხვა განცხადებები მის მუნდიალზე თამაშთან დაკავშირებით, ზოგი ექიმი ამბობდა, რომ რადამელი შეძლებდა ბრაზილიაში გამგზავრებას, ზოგი კი პირიქით. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფალკაო მზად ვერ იქნება 12 ივნისისთვის.
იკეი გიუნდოგანი
დორტმუნდის “ბორუსიას” ცენტრის ბურჯი – ასე შეიძლება მოიაზროს იკეი გიუნდოგანი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს. მართალია, გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, შესაძლოა მისთვის ადგილი არ ყოფილიყო, თუმცა იოჰამ ლიოვს მისი სახით უძლიერესი შემცვლელი ფეხბურთელი ეყოლებოდა.
კევინ სტროტმანი
დიდი დანაკლისი მიიღო, ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკლებმა კევინ სტროტმანის ტრავმის გამო. ის 2013-2014 წლების სეზონში, “რომაში”, რომელიც შესანიშნავად გამოიყურებოდა, ერთ-ერთი ლიდერი იყო. სამწუხაროდ, ის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი მატჩის გამართვასაც ვერ შეძლებს.
ოლეგ ბადშტუბერი
გერმანიის ნაკრებს, კიდევ ერთი ფეხბურთელი, ოლგერ ბადშტუბერი დააკლდება მსოფლიო ჩემპიონატზე. მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ტრავმა ნაადრევად მიიღო, რისი მორჩენაც ვერ მოახერხა. იოჰამ ლიოვის გუნდს, დაცვის ცენტრში, დიდად შეუშლის ხელს მისი არ ყოფნა.
ევროსპორტის მიხედვით: ფეხბურთელთა ნაკრები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმების გამო ტოვებენ.