ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო 10 წელში ტოპ ლიგებში ყველაზე მეტი საგოლე პასი გააკეთეს

თარიღი: დეკემბერი 31, 2019

ბოლო 10 წელში ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი ლიონელ მესის ანგარიშზეა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 2010 წლიდან ლა ლიგაში 136 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სტატისტიკის მწარმოებელმა კომპანია OPTA-მ დაასახელა ის ათი ფეხბურთელი, რომლებმაც ტოპ 5 ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთეს.

1. ლიონელ მესი – 136
2. ანხელ დი მარია – 108
3. მესუთ იოზილი – 106
4. ტომას მიულერი – 103
5. კრიშტიანო რონალდუ – 95
6. დავიდ სილვა – 94
7. დიმიტრი პაიეტი – 93
8. კევინ დე ბრუინი – 93
9. ლუის სუარესი – 90
10. სესკ ფაბრეგასი – 89

მსგავსი სიახლეები