ფეხბურთელები, რომლებმაც ემილიანო სალას ძებნის გასაგრძელებლად თანხა გაიღეს
პლატფორმა GoFundMe-ს საშუალებით “კარდიფის” თავდამსხმელის, ემილიანო სალასა და პილოტი დევიდ იბოთსონის ძებნის ოპერაციის გასაგრძელებლად თანხა გროვდება.
ამ დროისათვის 3600 ადამიანია ისეთი, ვინც ორშაბათს გაუჩინარებული ადამიანების მოსაძებნად თანხა გაიღო. ერთი დღის მონაცემებით, 270 000 ევროა შეგროვებული, თუმცა არავინ იცის, კონკრეტულად რამდენია საჭირო იმისათვის, რომ ოპერაცია განახლდეს.
ცნობილი გახდა, რომ ემილიანო სალას ოჯახის წევრები კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ იმის თაობაზე, რომ ფეხბურთელის ძებნა დაიწყონ. თუმცა, იმისათვის, რომ ეს მოხდეს, პირველ რიგში კომპანიას გერსნის კუნძულებიდან ნებართვა ესაჭიროება.
ცნობილი ფეხბურთელები, რომლებმაც ემილიანო სალასა და დევიდ იბოთსონის გადასარჩენად თანხა გაიღეს:
ადრიენ რაბიო – 25000 ევრო
დიმიტრი პაიე – 10000 ევრო
ნორდი მუკიელე – 4000 ევრო
პაპუ გომესი – 2002 ევრო
ილკაი გიუნდოგანი – 2000 ევრო
ლორან კოშელნი – 2000 ევრო
ლუკას ლიმა – 1000 ევრო