ფეხბურთელები, რომლებმაც სამი ქვეყნის ნაკრებში ითამაშეს
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა “მარკამ” დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც სამი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფეხბურთელების სიაში საქართველოში დაბადებული ახრიკ ცვეიბა მოხვდა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის “დინამოს” ღირსებასაც იცავდა.
ლადისლაო კუბალა – უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ესპანეთი
ალფრედო დი სტეფანო – არგენტინა, ესპანეთი, კოლუმბია
იოსეფ ბიცანი – ავსტრია, ჩეხოსლოვაკია, მორავია
ანდრეი პიატნიცკი – სსრკ, უზბეკეთი, რუსეთი
ახრიკ ცვეიბა – სსრკ, უკრაინა, რუსეთი
ახრიკ ცვეიბა საქართველოში, გუდაუთში დაიბადა. მან კარიერა სოხუმის “დინამოში” დაიწყო, 1985 წელს კი თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა, რომელიც 1989 წელს დატოვა.
ცვეიბამ 1990-91 წლების სეზონში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ითამაშა, 1992 წელს მან უკრაინის ნაკრების მაისური მოირგო, ხოლო ხუთ წელში რუსეთის ღირსებაც დაიცვა.