ფეხბურთელების სტატისტიკა, რომლებიც ბრაზილიამ მსოფლიოს მიღმა დატოვა

თარიღი: მაისი 14, 2014

რამდენიმე დღის წინ, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

რა თქმა უნდა, საფეხბურთო პუბლიკა გაკვირვებული გახდა პორტუგალიელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით. მან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ მიიწვია ნაკრებში და მსოფლიოს მიღმა დატოვა.

ამასთან დაკავშრებით, goal.com-მა სიახლე გამოაქვეყნა. გთავაზობთ, იმ ფეხბურთელთა სტატისტიკას, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს ტელევიზორიდან უყურებენ, თუმცა ისინი მაინც ბრაზილიელები არიან და უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა ტრიბუნებზეც გამოჩნდნენ.

დიეგო კავალიერი – მეკარე
დაბადების თარიღი 01/12/1982
დაბადების ადგილი  სან პაოლო
დებიუტი ნაკრებში 2012, არგენტინა – ბრაზილია
კლუბი ფლუმინენსე

დიეგო კავალიერი 2012 წლიდან 2014 წლამდე სამჯერ მოხვდა ბრაზილიის ძირითად შემადგენლობაში და მას ნამდვილად ელოდნენ 2014 წლის მუნდიალზე, თუმცა სკოლარიმ საბოლოოდ მისი დატოვება გადაწყვიტა. ცნობისთვის, “ფლუმინენსეს” მეკარემ არგენტინასთან, ჩილესთან და ზამბიასთან ითამაშა.

 

მირანდა – მცველი
დაბადების თარიღი 07/09/1984
დაბადების ადგილი  პარანა
დებიუტი ნაკრებში 2009 – ბრაზილია – პარაგვაი
კლუბი ატლეტიკო

იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც მუნდიალის გარეშე დატოვა სკოლარიმ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მირანდა იყო. მირანდა, რომლის გუნდიც ლამის ლა ლიგის ჩემპიონი ხდება და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაც ზედ მიაყოლოს. ის “ატლეტიკოს” შეუცვლელი ფიგურაა, თუმცა სკოლარიმ მირანდა საჭიროდ არ მიიჩნია.

 

ფილიპე ლუისი – მცველი
დაბადების თარიღი 09/08/1985
დაბადების ადგილი  პარანა
დებიუტი ნაკრებში 2009 – ბრაზილია – ვენესუელა
კლუბი ატლეტიკო

ფილიპე ლუისმა, 2013 წლის კონფედერაციის თასზე ითამაშა და ის ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. ის ასევე, კლუბურ დონეზეც შესანიშნავად გამოიყურებოდა მიმდინარე სეზონში. ალბათ, ის რომ ფილიპე ლუისი “ატლეტიკოში” თამაშობს, ყველაფერია ნათქვამი და ზედმეტი კომენტარი აღარ სჭირდება.

 

რაფინია – მცველი
დაბადების თარიღი 07/10/1985
დაბადების ადგილი პარანა
დებიუტი ნაკრებში 2008 – შვედეთი – ბრაზილია
კლუბი ბაიერნი

რაფინიამ უკანასკნელ მატჩში, გიბრალტართან წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და ალბათ ყველას ეგონა, რომ ის უკვე მუნდიალის ერთ-ერთი მონაწილე იქნებოდა, თუმცა სკოლარიმ მოულოდნელად დატოვა ის განაცხადის მიღმა. როგორც იცით, რაფინია “რეკორდმაისტერის” ღირსებას იცავს.

 

ლუკას მოურა – ნახევარმცველი
დაბადების თარიღი 13/08/1992
დაბადების ადგილი სან პაოლი
დებიუტი ნაკრებში 2011 – შოტლანდია – ბრაზილია
კლუბი პსჟ

გასულ წლის ბოლოს, ლუკას მოურამ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 2 მატჩი გამართა, ჩილესა და ჰონდურასის წინააღმდეგ. ლუიშ ფელიპე სკოლარი “პარის სენტ ჟერმენის” ნახევარმცველს ენდობოდა, თუმცა საბოლოოდ მან მაინც არ წაიყვანა მოურა მსოფლიო ჩემპიონატზე. არადა, ისიც აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი შესანიშნავად ასპარეზობდა კლუბში. მან ულამაზესი გოლები გაიტანა.

ეს იმ ფეხბურთელთა მოკლე სიაა, რომლებიც სკოლარიმ განაცხადის მიღმა დატოვა. ასევე, მუნდიალს გამოტოვებენ: რონალდინიო, კაკა, დიეგო ალვეში და ფილიპე კოუტინიო

რონალდინიო 2013-2014: 49 მატჩი – 18 გოლი – 13 ასისტი

ალესანდრო პატო 2013-2014: 57 მატჩი – 17 გოლი

ფელიპე კოუტინიო: 2013-2014 – 48 მატჩი – 8 გოლი

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გამორჩეული ფეხბურთელი დატოვა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მაინც ნომერ პირველ ფავორიტად ითველება. როგორც იცით, ტურნირი მათ სახლში იმართება და ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში მოხვდნენ საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. ბოლო-ბოლო, მათ გასულ წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ესპანეთს 3:0 მოუგეს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტზე ფრანკ დე ბური დაინიშნა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანკ დე ბური დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელსეკრულებას ძალა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ შვეიცარიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტი რობ ჰარისი წერს, რომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. მსოფლიოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისა და დასრულების თარიღი ცნობილია!

ფიფამ 2022 წელს ყატარში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისა და დასრულების თარიღები დაასახელა. ცნობილი გახდა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად ამ დღეს, 10 წლის წინ: ფრენკ ლამპარდის არჩათვლილი გოლი გერმანიის ნაკრების კარში (ვიდ

27 ივნისი, 2010 წელი მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპი გერმანია 4:1 ინგლისი ფრენკ ლამპარდის არჩათვლილი გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩილავერტი: “მარადონას მესის ტიტულების ერთი პროცენტიც კი არ მოუგია”

ლეგენდარულმა პარაგვაელმა კიპერმა ხოსე ლუის ჩილავერტმა დიეგო მარადონა და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა და მათ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად 18 წლის წინ: რონალდინიოს ლეგენდარული გოლი ინგლისის კარში (ვიდეო)

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი ინგლისი 1-2 ბრაზილია რონალდინიოს გოლი 17 years ago today David Seaman […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინიესტას სრულად შიშველი ქანდაკება შემოსეს: “მადლობა, რომ შორტი ამომაცვით”

ესპანეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას მადლიერების ნიშნად მშობლიურ ქალაქ ალბასეტეში ძეგლი დაუდგეს. კომპოზიციაში გადმოცემულია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრების თავკაცად 2024 წლამდე

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშთან ახალი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. მხარეებს შორის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონამ ქველმოქმედების მიზნით 1986 წლის მუნდიალის მაისური გაყიდა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ ის მაისური გაყიდა, რომლითაც 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯო ბაიდენი ამერიკის ნაკრებს მუნდიალზე დაფინანსების მოხსნით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი, ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრებს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შემეძლო მარადონა მუნდიალის ფინალის დაწყებამდე გამეძევებინა”

მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალის მთავარი არბიტრი, ედგარდო კოდესალი, აღიარებს, რომ მატჩის დაწყებამდე თავისუფლად შეეძლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს პასუხი, როცა მას ჰკითხეს სექსი ურჩევნია თუ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სექსი. “ფენომენომ” ეს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ამის შემდეგ ზიდანთან ორი წელი არ მისაუბრია”

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ვილი სანიოლმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა და ზინედინ ზიდანთან ურთიერთობაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას აპრილის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა, თუმცა კორონავირუსული ინფექციის პანდემიის გამო გადადებული შეხვედრების გათვალისწინებით სიაში […]...
წაკითხვა