ფეხბურთელმა, რომლის შეძენაც “ინტერს” სურს, მეტოქეს გოლი 50 მეტრიდან გაუტანა (ვიდეო)
12 აპრილს, ჩინეთის ჩემპიონატში “გუანგჟოუმ” საკუთარ მოედანზე “ლიაოინგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
შეხვედრის 24-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა ჟანგ ლინპენგმა მეტოქის კარში გოლი შორეული დარტყმით გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ლინპენგის შეძენა მილანის “ინტერს” სურს.