ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები

თარიღი: ნოემბერი 2, 2013

რატომ არ სურდა არუნა კონეს „ლევანტეს“ რიგებში გოლების გატანა? რამდენი გოლია საჭირო იმისთვის, რომ პრემიის სახით იახტა მიიღოთ? რა ღირს 20 წუთით ჩემბერლენის მოედანზე ყოფნა? Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტებს.


ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი („არსენალი“ და „საუთჰემპტონი“)
„საუთჰემპტონმა“ „არსენალს“ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი 17 წლის ასაკში 12 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, თან კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტი ჩაწერა: თითოეული მატჩისთვის, რომელშიც ოქსლეიდ-ჩემბერლენი 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „არსენალის“ ხელმძღვანელობას „წმინდანებისთვის“ დამატებით 10 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა. ცბიერ არსენ ვენგერს ეკონომიის გაკეთება არასდროს ეშლებოდა. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოედანზე 70-ე წუთის შემდეგ შეჰყავდა და კლუბიდან ფინანსების ამ გზით გადინებას ხელს უშლიდა.


მარკინოსი („რომა“ და „კორინთიანსი“)
დედაქალაქურმა კლუბმა პერსპექტიული ბრაზილიელი მცველი იჯარით აიყვანა. 18 წლის ფეხბურთელის იჯარა „რომას“ მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა. „კორინთიანსისა“ და „რომას“ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის ავტომატური წესით გამოსყიდვის პირობაც ჩაიდო. თუ მარკინოსი „რომას“ რიგებში 8 მატჩში (ან მეტში) 45 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „მგლები“ დამატებით 3 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და მარკინოსს დაიტოვებდნენ. ფეხბურთელმა იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და შეთანხმებით გათვალისწინებული მატჩების რაოდენობა ჩემპიონატის პირველივე წრეში ჩაატარა. ამრიგად, „რომამ“ მარკინოსი მხოლოდ 4,5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში, თვითონ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაახდევინეს.


კარლოს ტევესი („იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“)
კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდისთვის სარგებლიანობის მოტანა მაშინვე დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მეორე სუნთქვა გაეხსნა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა ივარაუდეს, რომ ტევესი „იუვენტუსს“ დიდ წარმატებებს მოუტანს და გადაწყვიტეს კონტრაქტში პუნქტი ჩაეწერათ, რომლის მიხედვითაც, თუ ტევესი „ბიანკონერის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებს, ტურინელები „ქალაქელებს“ დამატებით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.


ალბერტო აკვილანი („ლივერპული“ და „მილანი“)
ალბერტო აკვილანი „ლივერპულში“ ნისლიანი ალბიონის დასაპყრობად წავიდა, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იტალიაში იჯარის წესით დააბრუნეს. „ლივერპულის“ ბოსებმა ფეხბურთელის სწრაფადვე მოშორება
გადაწყვიტეს და კონტრაქტში ავტომატურად გამოსყიდვის პუნქტი ჩაწერეს. ამისთვის აკვილანის სერია А-ს იმ სეზონში 25 მატჩი უნდა ჩაეტარებინა. „მილანში“ უკვე იმ დროს იყო ფინანსური კრიზისი და ტრანსფერების განხორციელებისთვისაც არ იყო საკმარისი თანხა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე იტალიელებს გაახსენდათ „ლივერპულის“ მიერ ჩაწერილი დამატებითი პუნქტი და აკვილანის სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს ადგილი, აქაოდა, 25 მატჩი არ მოუგროვდესო.


ანდრეი შევჩენკო („მილანი“)
კარიერის პიკზე მყოფ ანდრეი შევჩენკოს სილვიო ბერლუსკონი შეპირდა, თუ სეზონში 25 გოლს გაიტან, იახტას გაჩუქებო. იმ სეზონში ანდრეის 25 გოლამდე მხოლოდ ერთი ბურთი დააკლდა. ბერლუსკონიმ იფიქრა, საცოდაობა არის ამის უსაჩუქროდ დატოვებაო და უკრაინელ თავდამსხმელს იახტა მაინც აჩუქა.


არუნა კონე („ლევანტე“ და „სევილია“)
ჰოლანდიური „პსვ“-დან „სევილიაში“ გადასულმა არუნა კონემ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კონტრაქტის ბოლო წელს კონე იჯარის წესით „ლევანტეში“ გაასხვისეს. არავინ მოელოდა, მაგრამ კონემ გოლის გოლზე გატანა დაიწყო. კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდებოდა, თუ ის სეზონში 16 გოლზე მეტს გაიტანდა. კოტ დივუარელ ფეხბურთელს „სევილიაში“ დაბრუნება არ სურდა და მომენტებს სპეციალურად აფუჭებდა, დისკვალიფიკაციებსაც განზრახ იღებდა, რათა გოლების ოდენობა 16 ბურთს არ გადასცდენოდა და „სევილიასთან“ ხელშეკრულება ავტომატურად არ გაგრძელებულიყო.


გარეტ ბეილი („ტოტენჰემი“ და „საუთჰემპტონი“)
გარეტ ბეილის „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ ტრანსფერის დროს, მხარეებმა კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლონდონური კლუბი ბეილს გაყიდდა, „წმინდანები“ ტრანსფერის ღირებულების 25 პროცენტს მიიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით „საუთჰემპტონს“ ფინანსურად გაუჭირდა და „ტოტენჰემიდან“ რომელიმე ფეხბურთელის გადმოსვლის სანაცვლოდ, ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღება გადაწყვიტა. „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ მეკარე ტომი ფორკასტი მხოლოდ 50 ათას ფუნტად დაუთმო. 2013 წელს „დეზებმა“ ბეილი მადრიდის „რეალს“ 100 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ „საუთჰემპტონს“ 25 მილიონი ფუნტის მიღება შეეძლო, თუმცა ხელში 50-ათასფუნტიანი მეკარე შერჩა.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი “ნაპოლის” საძულველ გუნდში გადავა?

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დატოვებს. ყველაზე მეტად მის შემცვლელად ესპანეთის ნაკრების [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” მიქაუტაძეში 10 მილიონს იხდის – საქმეში პირადად პაოლო მალდინია

იტალიური ვებ-გვერდის, FootMercato-ს ინფორმაციით, “მილანი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიქაუტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი მახეში გაება – რა უნდა გაითვალისწინოს ხვიჩამ?

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის 5 შესაძლო შემცვლელს ესაუბრა. მათ შორის, ლუის ენრიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ჩაკვეტაძის თავს და აგენტების უდიდესი შეცდომა?

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს ნებისმიერ მსურველს, რომელსაც მისი დამატება მოუნდება, 10 მილიონის გადახდა მოუწევს. გამომდინარე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეგენდარული ფანი, კნოლსი “ალკმაარის” ფანების წინააღმდეგ (ვიდეო)

“ვესტ ჰემის” ლეგენდარული ფანი კნოლსი “ალკმაარის” ფანებს მარტო დაუპირისპირდა. West Ham fan "Knollsy" protecting the [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას მხარდაჭერა მამარდას – “ამ ბიჭს ჩემზე უკეთ ბევრი არ იცნობს და ვიცი, რა შ

ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. “მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით 150 ათას ევროს მისცემს

“ნაპოლის” პრეზიდენტმა არეულიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა ფეხბურთელებს საჩემპიონო ბონუსი ჩაურიცხოს. საერთო ჯამში 8 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა სერიოზულ გაუგებრობაში გაეხვა – ვინისიუსის ფანები შეურაცხყოფას აყენებენ

გუშინ გიორგი მამარდაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და “ვალენსიას” პირადად მოაგებინა “რეალის” წინააღმდეგ. ერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” ახალი მწვრთნელის საინტერესო გადაწყვეტილება

ქუთაისის “ტორპედოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა გუნდში მისვლისას საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც “ტორპედოს”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისს ეშინია, რომ მთელი “ნაპოლი” დაეშლება

მიუხედავად სერია A-ს ჩემპიონობისა, “ნაპოლიში” არეულობა ნელ-ნელა იზრდება. იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლის” სპორტული დირექ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელი შეარჩია

იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები, რომ ლუჩანო სპალეტისა და დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველივე წელს – ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის კანდიდატებში!

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, France Football-ის “ოქროს ბურთის” კანდიდატებს შო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისი კვარაცხელიას 100 მილიონ ევროდ აფასებს

Gazzeta, Calciomerato და სხვა ავტორიტეტული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ”, “რეალი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლიში” არეულობაა – პრეზიდენტი, მწვრთნელი, სპორტული დირექტორი

“ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ახალი სეზონში გუნდს ვინ გაწვრთნის და როგორი ფორმით წარსდგება გულშემტკივრის […]...
წაკითხვა