ფეხბურთი მეტია, ვიდრე ქორწილი!
Uefa-ს გადაწყვეტილებით, სანაკრებო მატჩებზე სტადიონის ტევადობის მიხედვით, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30% დასწრებას შეძლებს.
“დინამო არენაზე” 54 139 ადგილია და შესაბამისად, 30% – 16 241 ადგილი გამოდის.
მოსალოდნელია, რომ საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას ყველაზე გვიან ორშაბათს, 5 ოქტომბერს გამოაცხადებს. მანამდე, ფეხბურთის ფედერაცია და ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებენ.
საქართველოში 1 ოქტომბერს ყველაზე მეტი, 448 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ქვეყანა უმეტესად შვედურ მოდელს მიყვება და პრაქტიკულად არაფრის ჩაკვეტა არ ხდება. მხოლოდ ქორწილები და მსგავსი დიდი ღონისძიებები აიკრძალა, რაც ფუფუნებად მიიჩნიეს.
შესაბამისად, თუ ფეხბურთიც ფუფუნების ერთ-ერთ სახედ არ იქნა ცნობილი და არც უნდა იყოს, რადგან ფეხბურთი სოციალური მოვლენაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანს აერთიანებს და ამ რთული პერიოდის ჟამს, ბელარუსთან გამარჯვება ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე და რწმენაზე საოცრად იმოქმედებს. ამის მაგალითი “ლოკომოტივის” მოსკოვის “დინამოსთან” გამარჯვებაც იყო.
დაახლოებით 10 000 გულშემატკივარი მაინც შეძლებს ბელარუსთან ისტორიულ შეხვედრაზე მოხვედრას.
გულშემატკივარი სტადიონზე აუცილებლად პირბადის თანხლებით შევა და ადგილების გამოტოვებით დასხდება.