ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია (ვიდეო)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარუდგინა. პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 18 თებერვალს გაიმართა. პრეზენტაციას საფეხურთო სფეროს წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხუთწლიან გეგმას ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებიც გაეცნენ.
დამსწრე საზოგადოებას ფეხბურთის განვითარების პროგრამა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ვიცე პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ წარუდგინეს. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის ინიციტავით შეიქმნა და მთავრობამ ხუთწლიანი პროექტი 4 თებერვალს დაამტკიცა. მისი ბიუჯეტი კი, ჯამში 265,7 მილიონს შეადგენს.
სახელმწიფო პროგრამის მთავარი მიზანი რამდენიმე ძირითადი კომპონენტით განისაზღვრა: განახლებული ეროვნული ჩემპიონატი; კლუბების დაფინანსების ახალი პროგრამა; ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტები; საფეხბურთო საგანმანათლებლო პროექტები; კონკურენტუნარიანი საფეხბურთო გარემო; ფეხბურთის მასობრიობა; ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა; რეგიონული მართვის სისტემა; აღნიშნულ პროგრამას ფეხბურთის განვითარების ფონდი განახორციელებს.