ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში იტალიელი ექსპერტი ჩაერთვება (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 2, 2017

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესთან ერთად, თბილისში საქმიანი ვიზიტით მყოფ სპორტის იტალიელ ფუნქციონერებს და საერთაშორისო ექსპერტებს – ტურინის „იუვენტუსის” ყოფილ აღმასრულებელ დირქტორსა და საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის სააგენტოს დამფუძნებელ რომი გაის და ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის დამფუძნებელსა და დირექტორს, მარჩელო ლოტის შეხვდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

აღსანიშნავია, რომ რომი გაი ტურინის „იუვენტუსის” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 14 წლის განმავლობაში იკავებდა, ასევე მიწვეული იყო არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ფედერაციაში კონსულტანტის თანამდებობაზე. იტალიელი სპეციალისტის საქართველოში ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვების კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და საერთაშორისო გამოცდილებისა და რჩევების გაზიარებას ემსახურება.

სამინისტროში შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ძარიან ავტომობილებში TCR International-ის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების თაობაზე. მარჩელო ლოტის თქმით, ის მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი ეტაპი აპრილის თვეში საქართველოში გაიმართოს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): „ჩვენს იტალიელ მეგობრებთან ძალზე საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ეტაპს ავტოსპორტში, რაც შესაბამისად დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისათვის და ავტოსპორტის განვითარებისათვის. ასეთი მაღალი დონის შეჯიბრის ორგანიზება ახალ ბიძგს მისცემს ავტოსპორტის განვითარებას.

ასევე საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე საფეხბურთო ექსპერტს ვმასპინძლობთ. რომი გაი წლების მანძილზე ტურინის „იუვენტუსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, ასევე მიწვეული იყო მრჩეველის თანამდებობაზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ფედერაციაში ფეხბურთის განვითარების კუთხით. მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა საერთაშორისო არენაზე და მისი ცოდნა ვფიქრობ ძალიან დაეხმარება ქართული ფეხბურთის სამომავლო განვითარებას.

რომი გაი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად დეტალურად გაეცნო ფეხბურთის განვითარების პროგრამას, ძალიან მოეწონა და გამოთქვა კიდეც სურვილი თავად ჩაერთოს ამ პოროგრამაში, რაც ხარისხობრივად კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროგრამის განხორციელებას. იტალიელმა სტუმარმა მზადყოფნა გამოთქვა თავად მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა რეფორმების განხორციელების პროცესში, როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე უცხოელი ინვესტორების დაინტერესების, საერთაშორისო ტრენინგების გამართვის და სპეციალისტების გადამზადების კუთხით.

ვფიქრობ, მსგავსი საერთაშორისო ურთიერთობები მნიშვნელოვნად წაადგება მთლინად ქართული სპორტის განვითარებას და ჩვენ რა თქმა უნდა, ამ გამოცდილებას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.”

კახა ჭუმბურიძე (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): „ჩვენ მართლაც მნიშვნელოვან სტუმარს ვმასპინძლობთ. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი ფეხბურთის სფეროში იმ მიმართულებით, თუ როგორ განვითარდეს კლუბები, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია. მით უმეტეს, იმ მხრივ, რა გზასაც ადგას ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს მთავრობასთან ერთად, ესაა კლუბების განკერძოება და რომი გაის სწორედ ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ და გავიზიაროთ მისი რჩევები და კონსულტაციები.”

რომი გაი (საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის სააგენტოს დამფუძნებელი, ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი): „საქართველოში პირველად ვიმყოფები და ეს ჩემთვის დიდი პატივია. შევხვდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრსა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთისა და როგორც ზოგადად ქვეყნის, ასევე ქართული სპორტის ახალი ლიდერები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეკიდებიან ქვეყანაში ფეხბურთის სამომავლო განვითარების საქმეს.

ჩემთვის ცნობილია იმ ძირითადი საერთაშორისო სპორტული აქტივობების შესახებ, რაც დაგეგმილია საქართველოში, ასეთი მაღალი რანგის სპორტული შეჯიბრების მასპინძლობა მართლაც მისალოცია. გვქონდა საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ ჩავერთოთ და დავეხმაროთ ფედერაციას ქართული ფეხბურთის სამომავლო განვითარების პროცესში.

ვიცი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მაღალი საერთაშორისო დონის ფეხბურთელი იყო და მას ძალიან კარგად ესმის ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობა. ჩემთვის ასევე კარგადაა ცნობილი იმის შესახებ, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის ახალ სისტემაზე გადადის, არის ახალი ხედვები და ინიციატივები. ქართულ ფეხბურთს დიდი წარსული და ისტორია აქვს და ახლა საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა სამომავლო პროგრესისა და მაღალი მიზნების მისაღწევად.”

მარჩელო ლოტი (ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის დამფუძნებელი და დირექტორი): „საქართველოში ძარიან ავტომობილებში TCR International-ის ჩემპიონატის პირველი ეტაპის ჩატარების თაობაზე ჯერ კიდევ გასულ წელს გვქონდა საუბარი. საქართველო ძალიან მოგვწონს, ასევე ვაფასებთ იმ მონდომებასა და სახელმწიფოს ჩართულობას სპორტის ამ სახეობის განვითარების კუთხით. გვსურს აღვნიშნოთ ქართველი ავტომრბოლელის დავით ქაჯაიას მიღწევები, რომელიც არაერთ საერთაშორისო რბოლაში წარმატებულად ასპარეზობს. დადებითად ვაფასებთ თქვენი ავტოდრომის ტრასის სტრუქტურასა და ხარისხს და საბოლოო ჯამში რატომაც არა, ჩვენი დიდი სურვილია ჩავატაროთ ჩემპიონატის ახალი სეზონის გახსნის ეტაპი საქართველოში აპრილის თვეში.”

სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა

48 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა. სიჭინავამ კარიერა 1990 წელს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეს უნდა ნახოთ – ორიგინალურად შესრულებული კუთხური ჩეხეთის თასზე (ვიდეო)

3 მარტს, ჩეხეთის თასზე პრაღის “სლავიამ” საკუთარ მოედანზე მესამე ლიგაში მოასპარეზე კარლოვი ვარის “სლავია” მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩემგან რა გინდა? მოკეტე!” – რეშფორდისა და მაგუაირის შელაპარაკება “

3 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დემბელეს ულამაზესი გოლი “სევილიას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Dembele literally had a 10-mins shooting practice and scored this banger😍Keeper didnt stand […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნინუას ეფექტური გოლი კაგავას დაგორებით (ვიდეო)

საბერძნეთის თასზე ნიკა ნინუას “პაოკმა” “ლამიასთან” განმეორებით მატჩში 1-1 ითამაშა. შეხვედრის მე-13 წუთზე შინჯი კაგავამ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გურამ კაშია “ლოკომოტივის” ფეხბურთელია

გურამ კაშია ამიერიდან თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას დაიცავს. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა თბილისურ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა ლობჟანიძემ “გალათასარაის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

“ანკარაგიუჯუ” – “გალათასარაი” საბა ლობჟანიძის გოლი “გალათასარაის” კარში იხილეთ ვიდეო Saba Lobzhanidze’nin, A...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაივიწყეთ ნოიერი – რა გააკეთა მეკარემ თურქეთში?

2 მარტს თურქეთის ჩემპიონატში “ენი მალათიასპორმა” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაში” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატანი ლუკაკუს: “ვიმღეროთ ერთად. რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე” (ვიდეო)

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედთასნ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

37 წლის გოგიტა გოგუა კარიერაში მე-17 გუნდში ითამაშებს

37 წლის გოგიტა გოგუა კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს. გოგუა ბოლოს “შევარდენში” მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით თამაშობდა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოში მალდინი, ზიდანი და ვიეირა ითამაშებენ

ეროვნულ ლიგაში გუნდს განაცხადში შეუძლია 9 ლეგიონერი ჰყავდეს, თუმცა სასურველია, ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთეს ორჯერ მაინც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

U21: საქართველოს ნაკრები ბათუმში ინგლისს გაეჯიბრება (ვიდეო)

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე წელს რამდენიმე ამხანაგურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპების წილისყრა გაიმართა

2 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 32-ე გათამაშების პირველი და მეორე ეტაპების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ “ანორთოსისს” ქულა მოუტანეს (ვიდეო)

1 მარტს, კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე “აპოლონი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. სტუმრები 65-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მირონ მარკევიჩი: “გიორგის ვურჩევდი, რომ არ იჩქაროს”

ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა, რომელიც ახლა უკრაინის ნაკრების კომიტეტის ხელმძღვანელია, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა. [&hellip...
წაკითხვა