„ფეხბურთის მეფე“ – 73

თარიღი: ოქტომბერი 23, 2013

დღეს პელეს იუბილეა. ფეხბურთის მეფეს 73 წელი შეუსრულდა.

პელე თამაშობდა “სანტოსისა” და “ნიუ-იორკ კოსმოსის” რიგებში. ბრაზილის ნაკრებში თავდამსხმელმა 92 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 77-ჯერ აიღო. პელე ნაკრებთან ერთად სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, “სანტოსში” კი 6-ჯერ მოიგო ბრაზილიის თასი, ორჯერ კი ლიბერტადორესის თასსა და და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. საერთო ჯამში, ბრაზილიურ კლუბში ჩატარებულ 496 მატჩში პელე გოლით 504-ჯერ გამოირჩა.

ფიფას ვერსიით პელე XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ბრაზილიელი საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად ცნო.

აქვე გთავაზობთ პელეს წიგნის – „მე, პელე“ პირველ თავს – „დაბადება“. ცნობისთვის, წიგნი 1963 წელს ქართულ ენაზეც გამოიცა და ის დალი ფანჯიკიძემ თარგმნა.

„ქალაქი ტრე-კორასოინი. 1940 წლის ოცდასამი ოქტომბრის ღამე. ძველი, აგურის, ბათქაშშემორღვეული სახლი. სახემღიმარმა, ნაზმა, ახალგაზრდა სენიორა დონია სელესტემ ზანგი ბიჭუნა შობა. საწოლთან სიხარულით სახეგაბრწყინებული მამა დგას და ბიჭუნას თვალს ვერ აშორებს. განა ხუმრობაა? – ოჯახში დაიბადა პირველი შვილი და ისიც ვაჟი!

დონდინიო იხრება და შვილს ფრთხილად უსინჯავს პატარა, გამხდარ, ოდნავ მოღუნულ ფეხებს.

– ბიჭოს, სულ ჩემსას უგავს, – კმაყოფილი ამბობს იგი. – ოდნავ მოღუნული… ახლავე ეტყობა, კარგი ფეხბურთელი დადგება.

ახალგაზრდა დედამ უკმაყოფილოდ წაიბუზღუნა:

– რას ამბობ, დონდინიო, რაც უნდა ის გახდეს, ოღონდ ფეხბურთი არ გამაგონო!…
ასე წარმომიდგენია მე ჩემი დაბადების ღამე, ის დრო, საიდანაც უნდა დავიწყო ჩემი ცხოვრების ამბის თხრობა. ვინ იცის, იქნებ იმ ღამეს მსგავსიც არაფერი მომხდარა… რატომღაც მაინც მგონია, რომ ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მე მაქვს წარმოდგენილი.

ჩემს მშობლებს იმ ხანად ცხოვრება უჭირდათ, თავი ძლივს გაჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ერთ მჭამელი შევემატე, ჩემი დაბადება მათთვის ნამდვილი ზეიმი გახლდათ. თავიდანვე საოცრად ვგავდი მამაჩემს გარეგნობითაც და ფეხბურთის დაუოკებელი სიყვარულითაც.

თითქმის არც მახსოვს ტრეს-კორასოინში გატარებული წლები. მხოლოდ ეს ვიცი, რომ ცხოვრება ძალზე გვიჭირდა. მამაჩემი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამას ჩვენი ოჯახისათვის ბედნიერება არ მოუტანია. ისეთ პატარა ქალაქში, როგორც ტრეს-კორასოინია, საუკეთესო ფეხბურთელსაც კი არ შეეძლო ხეირიანი გასამრჯელო ჰქონოდა.

მამაჩემი ძალიან ცოტას იღებდა. მიუხედავად ამისა, სულით არასდროს დაცემულა და იმედი არ დაუკარგავს. სჯეროდა, რომ ერთხელ მასაც გაუმღიმებდა ბედი და თავს ამოჰყოფდა რიო-დე-ჟანეიროს ან სან-პაულუს რომელსამე დიდ კლუბში. მისი მოლოდინი და ოცნება მართლაც ახდა: 1942 წელს მამა მიიწვია საკმაოდ პოპულარულმა კლუბმა “ატლეტიკო მინეირომ”. მან მიწვევა სიხარულით მიიღო.

იმედებით აღსავსე მამაჩემი გაემგზავრა ბელოჰორიზონტში… მაგრამ ბედმა უმუხთლა: პირველსავე თამაშში სახიფათოდ შეეჯახა სახელგანთქმულ ფეხბურთელს, შემდგომში ბრაზილიის ნაკრების წევრს, აუგუსტოსს, და მარჯვენა მუხლი სერიოზულად დაიშავა. მამას დარჩენილ თამაშებში მონაწილეობა აღარ შეეძლო. გულმოკლული უკანვე გამოემგზავრა და კვლავ დაუბრუნდა ძველებურ ცხოვრებას. საცოდავი მამა… მტკივანი მუხლი არც შემდგომში ასვენებდა და ითამაშებდა თუ არა, მაშინვე უსივდებოდა.

ცოტა მოგვიანებით დაიბადა ჩემი ძმა, რომელსაც ჩემმა მშობლებმა ზოკა დაარქვეს. მალე მამაჩემს “ჰეპაკარე ლორენაში” თამაში შესთავაზეს. დედაჩემს არ უნდოდა მეუღლეს დაშორებოდა და მთელი ოჯახი ავიყარეთ. ტრეს-კორასოინი სამუდამოდ დავტოვეთ. მე მაშინ ორი წლისა ვიყავი და ამიტომ მეტს ვერაფერს მოგითხრობთ მშობლიურ ქალაქზე.
ლორენაში გატარებულ წლებზეც ბევრს ვერაფერს გიამბობთ. მამა, როგორც მანამდე, ფეხბურთს თამაშობდა და თან მუშაობდა. სად მუშაობდა. ესეც არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ მარტო ფეხბურთის თამაშით მას არ შეეძლო ოჯახის რჩენა. მამაჩემი – იმ დროს უკვე საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი – შესანიშნავად თამაშობდა თავით და საკმაოდ შედეგიანი თავდამსხმელი იყო. ბურთი თითქმის ყოველ თამაშზე გაჰქონდა. მისი თამაშით სან-პაულუს კლუბის “ინტერიორის” მესვეურებიც კი დაინტერესდნენ.

ჯერ კარგად არც ვიყავით ახალ საცხოვრებელ ადგილას შეჩვეულნი, რომ მამა სხვა სამუშაოს ძებნას შეუდგა. ამჯერად იგი მიიწვია “ბაურუ ატლეტიკმა”. მამამ რამდენიმე დღით დაგვტოვა, კლუბის მიერ შეთავაზებულ პირობებს გაეცნო და სახლში კმაყოფილი დაბრუნდა.

– აბა, მოემზადეთ, სელესტე, მთელი ოჯახით ბაურუში უნდა გადავბარგდეთ!
როცა წამოვიზარდე, დედა მიყვებოდა: თავიდან ბაურუში წასვლის წინააღმდეგი ვიყავიო, მაგრამ მამაჩემს საპასუხოდ ისეთი საბუთი წამოუყენება, დედაჩემი იმავე წუთში დათანხმებულა. თურმე მამას, გარდა გუნდში თამაშისა, სამუშაოსაც სთავაზობდნენ.

– მაშინ, – განაგრძობდა დედა, – ეს დიდი იმედი იყო მთელი ოჯახისთვის. მამაშენმა ბოლოს და ბოლოს იშოვნა მუდმივი სამუშაო ადგილი.

გასამგზავრებლად ჩვენც მოვემზადეთ“.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოფიციალურად: თომას ტუხელი “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დაინიშნა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი დაინიშნა. მხარეებს შორის 18-თვიანი შრომითი ხელშეკრულება [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ოჯახის წევრებთან ერთად ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო. ამ ინფორმაციას “კანალ +”-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედეგორი “არსენალში” მიდის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას “სქაი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპე მატჩის დასრულების შემდეგ თანაგუნდელს დაუპირისპირდა (ვიდეო)

25 იანვარს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში “პორტუ” სტუმრად “ფარენსეს” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიში” დანიშვნამდე – რას წარმოადგენს “გერმანელი პროფესორი”

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლოდნონის “ჩელსიში” ფრენკ ლამპარდის აწ უკვე ყოფილ სავარძელს ტომას ტუჰელი დაიკავებს. შეგახსენებთ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარსელონას 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის ფინანსური ანგარიშის საბუთები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს კორონავირუსის პანდემი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპე, შესაძლოა, “ლივერპულში” აღმოჩნდეს

მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები მბაპეს გარშემო მიმდინარე მოვლენებს წყნარად აკვირდებიან. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოიესის გაფრთხილება: “მის შესაძენად ინგლისის ბანკის ფული არ გეყოფათ”

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, იხუმრა, რომ “ჩელსის” ინგლისისა და შოტლანდიის ბანკებში არსებული თანხაც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალბა: “ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მოთამაშე ვარ”

“ბარსელონას” მცველმა, ხორდი ალბამ, პრესაზე საუბრისას რამდენიმე საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ ალბა “ბლაუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეზი არველაძე: “შოთა ნაკრების არაჩვეულებრივი მწვრთნელი იქნებოდა”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რეზი არველაძემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის კანდიდატურის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლამპარდი: “იმედგაცრუებული ვარ, რომ დრო არ მომეცა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდის გათავისუფლების შემდეგ, ინგლისელმა სპეციალისტმა საზოგადოებას საგანგებო განცხა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა ფრენკ ლამპარდის დათხოვნას გამოეხმაურა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, “ჩელსის” მიერ ფრენკ ლამპარდის დათხოვნას ეხმაურება. “ყველა მწვრთნელის...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ფეხბურთელი ხარ?’ – ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯანო ანანიძეს (ვიდეო)

MMA-ს ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დუბაიში, მეგობრებთან და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა. ყოფილ თანაგუნდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეკოს ფონსეკასთან უთანხმოება აქვს და კლუბის დატოვებას გეგმავს

ედინ ჯეკოს “რომას” დატოვება აქვს გადაწყვეტილი. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოსნიელ ფეხბურთელს პაულო ფონსეკასთან [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა “პსჟ”-ის ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა

“პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა ნეიმარმა პარიზული გუნდის ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა. ბრაზილიელი ფეხბურთელის არჩევანი ასეთია: [&helli...
წაკითხვა