ფეხბურთის ფედერაცია “ლანჩხუთის” ქალთა გუნდს 45 ათას ლარს ჩაურიცხავს

თარიღი: ნოემბერი 21, 2020
ქალთა საფეხბურთო გუნდი “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე გავიდა და 32 საუკეთესო გუნდში იასპარეზებს. “ლანჩხუთმა” სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
“უფ, ეს რა იყო!
საფინალო სასტვენი, მასპინძელთა გაოცებული სახეები და ჩვენი გოგონების სიხარულის ცრემლები – ასეთი იყო 2020 წლის 19 ნოემბრის ისტორიული მატჩის ფინალი რუმინეთის ქალაქ კლუჟში, ამ მოვლენის მნიშვნელობა შეიძლება ბოლომდე ვერც კი გავათვითცნობიერეთ, მაგრამ ერთი რამ იყო ძალიან ცხადი – შევძელით გაგვეხარებინა ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ყოველ ასეთ წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის, მოლოცვებისთვის, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს პატარა ლანჩხუთს, სადაც დიდი და პატარა ამ მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
მხარდაჭერა – მათი ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრში შეკრების გავლა და ასევე მატჩთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. თუმცა მთავარი სიურპრიზი წინ იყო – მატჩის შემდეგ ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მხოლოდ მოლოცვით არ შემოიფარგლა და გუნდს გააცნო ფედერაციის გადაწყვეტილება ფეხბურთელებისთვის საბონუსე ფონდის 25,000 ლარის ოდენობით, ხოლო კლუბის შემდგომი განვითარებისთვის 20,000 ლარის გამოყოფის შესახებ! დიდი მადლობა ლევან კობიაშვილსა და დავით მუჯირს.
ვთვლით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს შესაძლებლობის მაქსიმუმს, უფრო მეტ მხარდაჭერას ვისურვებდით ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ საერთო ძალისხმევით კლუბს შეექმნას სათანადო ყოფითი და ფინანსური პირობები, ევროპის საუკეთესო 32 გუნდში შესული კლუბი ამას ნამდვილად იმსახურებს.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარს!”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუნდს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს და ფეხბურთელებს ხელფასი 4 თვეა არ აუღიათ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი კლუბს 130 ათასი ლარით აფინანსებს, თუმცა მოთამაშეთა განცხადებით, სრული დაფინანსებისთვის 250 ათასი ლარი არის საჭირო.
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” რონალდუს გარეშე ჩატარებულ სამივე მატჩში დაკარგა ქულები

ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს მეცხრე ტურის მატჩში “ბენევენტოსთან” ფრე 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ იტალიურმა ჟურნალ-გაზეთებმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – კარლო ანჩელოტიმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

28 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ლიდსი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში ისევ გაიტანა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “ზალაეგერსეგის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კიდევ ერთი შვილი ჰყავს? დიეგოს შესაძლო ვაჟი მის ექსჰუმაციას ითხოვს

19 წლის სანტიაგო ლარა აცხადებს, რომ დიეგო მარადონა მისი ბიოლოგიური მამაა. ლარა საჯაროდ პირველად 2016 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიას ჰეთრიკი კვიპროსში (ვიდეო)

გიორგი ქვილითაიამ “ენოსისთან” ჰეთრიკი შეასრულა. 2 პენალტს ბოლოს საჯარიმოდან გოლიც დაუმატა და “ანორთოსისს” აუტსაიდერთან 3 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ბარსელონამ” ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირების თაობა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ბერიძის ბრწყინვალე გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

“უიპეშტი” 1:1 “პაკში” გიორგი ბერიძის ბრწყივნალე გოლი “პაკშის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენეჯერი: “დიეგო ყოველთვის მარტო იყო, სიცოცხლეც აღარ უნდოდა”

დიეგო არმანდო მარადონას მენეჯერი და ახლო მეგობარი ლეგენდარული ფეხბურთლის გარდაცვალების შემდეგ საინტერესო საკითხების შესახებ საუბრობს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიჩელი: “ჰოლანდის ტრანსფერის თანხით ოთხ-ხუთ ფეხბურთელს ვიყიდდი”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ვარსკვლავი, მიჩელი, მიიჩნევს, რომ კლუბმა სატრანსფერო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. როგორც იცით, “რეალი” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რომელი კლუბები დაუშვებენ ფანებს სტადიონზე?

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში მიღებული ცვლილებები სპორტის სექტორსაც შეეხო. ინგლისი კორონავირუსის მძვინვარების საფრთხის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა მარადონას ცხედართან ფოტოები გადაიღეს

დამკრძალავი ბიუროს სამმა თანამშრომელმა დიეგო მარადონას ცხედართან ფოტოები გადაიღო. ფოტოები არგენტინაში ძალიან მალე ვირუსულად გავრცელდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ჰარი უინკსი ზედმეტად პატიოსანია, მე ამ გოლით პუშკაშის ჯილდოს მოვიგებდი

26 ნოემბერს, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “ტოტენჰემმა” საკუთარ მეოდანზე “ლუდოგორეცი” 4:0 დაამარცხა. მატჩის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, “კამპ ნოუს” მესის სახელი მიანიჭონ

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ემილი რუსო “კამპ ნოუსთვის” ლიონელ მესის სახელის მინიჭების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ...
წაკითხვა