ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ვიზიტი კახეთში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ პირველი ვიცე-პრეზიდენტის, კახა ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით კახეთის რეგიონი მოიარა. ფედერაციის წარმომადგენლები თელავს, ყვარელს და ჭაბუკიანს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერეს როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სტადიონები და მოედნები, ასევე „ჰერეთის“ ახალაშენებული სპორტული კომპლექსი ჭაბუკიანში.
კახა ჭუმბურიძე შეხვდა ადგილობრივი კლუბებისა თუ საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელებს, დეტალურად გააცნო ფედერაციის სამომავლო გეგმები და რეგიონული ფეხბურთის განსავითარებლად აუცილებელი სამუშაოების ჩასატარებელი რეკომენდაციებიც მისცა.
დელეგაციაში ასევე შედიოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა, რეგიონული ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი და ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელი გია გეგუჩაძე.
დღეს უკვე კახეთს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი ეწვია, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება და დაეხმარება ადგილობრივებს სამომავლო პროექტების შესადგენ პროცესებში.
სფფ-ის პრესსამსახური