ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პასუხი ალეკო ელისაშვილსა და ანა დოლიძეს

თარიღი: აგვისტო 16, 2019

14 აგვისტოს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “არარატ-არმენიასთან” თბილისში 0:2 დამარცხდა ორი მატჩის ჯამში (2:3) ტურნირს გამოეთიშა.

ქართული კლუბის მარცხს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები – ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე კრიტიკულად გამოეხმაურნენ. მათ განცხადებებ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.

“გამარჯობა,

„საბურთალოს“ გუშინდელი თამაშის შემდეგ, ბევრი მოსაზრება წავიკითხე ზოგადად ფეხბურთის შესახებ საქართველოში, თუმცა, მათ შორის, ყველაზე მეტად მინდა ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებებს გამოვეხმაურო.

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

ხშირად ვაწყდებით რაგბისა და ფეხბურთის შედარებას, რაც კონტრპროდუქტიული ნაბიჯია ზოგადად სპორტის პოპულარიზაციაში ჩვენს ქვეყანაში. უამრავი კომპლექსური მიზეზის გამო, არ შეიძლება სხვადასხვა სპორტის სახეობის ერთმანეთთან შედეგობრივი შედარება. უფრო მეტიც, ძალიან დიდი უვიცობის გამოხატულებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სპორტსმენების თავდადებაზე ვსაუბრობთ. არ არსებობს სპორტსმენი, რომელსაც სხვაზე ნაკლებად უნდა საკუთარი წარმატება და არც საბურთალოს ფეხბურთელები იყვნენ გუშინ გამონაკლისი – მათ ბოლომდე იბრძოლეს, ისევე როგორც, სომხური კლუბის ფეხბურთელებმა. დღეს რაგბი, ფეხბურთი და სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა არა ერთმანეთს, არამედ მოზარდთა არააქტიურ ცხოვრების წესს უნდა ებრძოლოს.

ანა დოლიძე Anna Dolidze

თქვენ პოსტში ახსენეთ მონაცემები ფეხბურთის განვითარების ფონდის პროგრამიდან და აღნიშნეთ, რომ ქართული ფეხბურთი არის ჩაძირული „კორუფციასა და ნეპოტიზმში“. ფეხბურთის განვითარების პროგრამის ნაწილზე, მათ შორის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, შემიძლია, ღიად გესაუბროთ ნებისმიერ, თქვენთვის მისაღებ ფორმატში და დაგარწმუნოთ საპირისპიროში. რაც შეეხება „ჩაძირვის“ ნაწილს, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი იურისტის მაგალითზე, თქვენ და თქვენ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს ვუწოდო “კორუმპირებული და ნეპოტიზმში ჩაფლული.” მართებული იქნება?”, – წერს ჯღარკავა.


ელისაშვილის კომენტარი “საბურთალოს” მარცხის შემდეგ:

“საბურთალომ” რაც ქნა, ზუსტად ამის გამო აღარ მიყვარს ფეხბურთი და ზუსტად ამიტომაც ჭკუა მეკეტება რაგბიზე! ბრძოლის ჟინი და თავდაუზოგაობა მომწონს ჩვენს მორაგბეებში. ჩვენი წინაპრები ეგეთებად წარმომიდგენია! ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ტოტალიზატორებსა და მაქინაციებში ჩართული ხალხის გასაქანი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ.

ქართული რაგბი ღირსება და თავგანწირვაა, ქართული ფეხბურთი – უღირსობა და გულისრევა. ჩემი მშობლიური საბურთალო მაინც არ გერქვათ და ქარაქუცები ან რამე ეგეთი მაინც დაგერქვათ.”

ანა დოლიძის კომენტარი კომენტარი “საბურთალოს” მარცხის შემდეგ:

“მეც არ მესიამოვნა არარატთან საბურთალოს წაგება. ძაღლის თავი იცი სად არის დამარხული? იმ კორუფციასა და ნეპოტიზმში სადაც ჩაძირულია ჩვენი ფეხბურთი. ნახეთ ფეხბურთის დაფინანსების ბიუჯეტი. ყოველ წელს მილიონობით ხმარდება კლუბებს, რომელსაც არ აქვს არავითარი შედეგი, და მიზერული თანხა ბავშვების ფიზიკურ მომზადებას და შეჯიბრებებს რომელიც უამრავი უნდა გვქონდეს უფასოდ. ამ კლუბებში მოსიარულე ბავშვები მაინც ფულს იხდიან და არავითარი ფიზიკური ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა არ გვაქვს. 300 მილიონი ბიჯეტიდან იყრება მხოლოდ ვიღაცეების ბიზნესში.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ ლუიშ ფიგუს შეკითხვა ქართულად დაუსვა – პორტუგალიელის პასუხი (ვიდეო

Youtube-ში, ერთ-ერთ რუსულ არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ვეტერანი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს, სპორტსმენებსა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანიელი: “იუვემ”, “მილანმა” და “ინტერმა” ბოლო 100-დან 8

ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტმა და სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, ევროპის სუპერლიგის ჩაშლილ პროექტზე საჯაროდ ისაუბრა. ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

უცნაური შემთხვევა – როგორ შეასრულა ჩელებაძემ პენალტი “დინამოსთან” მატჩში

დღეს, 21 აპრილს, საქართველოს თასის 1/16-ფინალში ქობულეთის “შუქურამ” ზესტაფონში თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და მეტოქე 1:0 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე კვირას იუქმებს

ყაზანის “რუბინმა” ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. “ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე კვირის გამოტოვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ატლეტიკომ” და “ინტერმა” სუპერლიგა დატოვეს

სუპერლიგა კიდევ ორმა კლუბმა დატოვა. მადრიდის “ატლეტიკომ” და მილანის “ინტერმა” დღეს განცხადებები გამოაქვეყნეს და ამის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქრონოლოგია – კლუბები, რომლებმაც სუპერლიგა ოფიციალურად დატოვეს

გვიან ღამით ინგლისურმა კლუბებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს იმის შესახებ, რომ ისინი ევროპის სუპერლიგიდან გადიან. თავდაპირველად, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ედ ვუდვორდის გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტმა, ედ ვუდვორდმა, პრესაში მისი გადადგომის თაობაზე ჭორების გავრცელების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუპერლიგა ოფიციალურად კიდევ ოთხმა კლუბმა დატოვა

“მანჩესტერ სიტის” შემდეგ სუპერლიგა კიდევ ოთხმა ინგლისურმა კლუბმა დატოვა. პროექტზე უარი “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ლივერპულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შალკე” ბუნდესლიგიდან გავარდა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბილეფილდის “არმინიამ” გელზენკირხენის “შალკე” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. სატურნირო ცხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” სუპერლიგას ტოვებს – უეფას პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა

“მანჩესტერ სიტი” პირველი კლუბია, რომელმაც დაადასტურა, რომ ევროპის სუპერლიგას ტოვებს. ამის შესახებ მათ საზოგადოებას ოფიციალური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკომ ლიდერი დაამარცხა და “უოტფორდს” პრემიერ ლიგაში აბრუნებს!

ჩისკო მუნიოსის “უოტფორდმა” ჩემპიონშიპის ლიდერი “ნორვიჩ სიტი” სტუმრად 0-1 დაამარცხა და პრაქტიკულად პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკგრეგორი: “მანჩესტერ იუნაიტედის” შეძენაზე ვფიქრობ!”

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი, პრესაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტის, ედ ვუდვორდის, დათხოვნასთან დაკავშირებით გავრცელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” ციცქიშვილი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” 25 წლის ზაზა ციცქიშვილი დაიმატა. ციცქიშვილი ბოლოს რუსულ “ტამბოვში” იყო, რომელიც პრემიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუპერლიგას “ატლეტიკოც” ტოვებს

ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი სოციალურ ქსელში წერს, რომ სუპერლიგას მადრიდის “ატლეტიკოც” ტოვებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” სუპერლიგას ტოვებენ

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან მალე ევროპის სუპერლიგას ორი ინგლისური კლუბი – “მანჩესტერ სიტი” და […]...
წაკითხვა