ფეხბურთში დაბრუნებულმა ვან დერ სარმა პენალტი მოიგერია (ვიდეო)
დღეს, 12 მარტს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა ჰოლანდიური კლუბის, “ნორდვაიკის” მაისური მოირგო და რანგით მეოთხე დივიზიონში ითამაშა.
მოგეხსენებათ, ვან დერ სარი “ნორდვაიკში” 15 წლის ასაკში მივიდა, კლუბი კი მაშინ დატოვა, როცა ის 20 წლის გახდა. 45 წლის კარის დარაჯმა გადაწყვიტა, რომ ყოფილ გუნდს მხოლოდ ერთ, “ჯოდან ბოიზთან” მატჩში დახმარებოდა.
შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ვეტერანმა მეკარემ კი პენალტის მოგერიება მოახერხა.
De Champions League-finale herbeleefd bij @vvnoordwijk: Van der Sar stopt een strafschop tegen @jodanboys #noojod pic.twitter.com/9GCXf0Rkyz
— Haniff Harharah (@haniff1986) March 12, 2016