ფეხბურთში შესაძლოა, რაგბის წესი შემოიღონ
ფიფას ტექნოლოგიური განვითარების ხელმძღვანელმა მარკო ვან ბასტენმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ფეხბურთში ახალი წესის შემოღებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, გუნდების კაპიტნებს მატჩის მიმდინარეობისას მსაჯებთან საუბრის უფლება ექნებათ.
“ბევრი ფეხბურთელია, რომელიც მატჩის დროს მსაჯის გადაწყევტილებას აპროტესტებს და კამათს იწყებს. მე ვფიქრობ, რომ მათ უკეთ მოქცევაც შეუძლიათ.
თამაშის დროს ბევრია ემოცია და ეს კარგიც არის, მაგრამ საკუთარი თავის გაკონტროლებაც გვმართებს. ჩვენ ვფიქრობ, თუ რა შეიძლება ამ მიმართულებით გავაუმჯობესოთ.
ვფიქრობ, რომ სპორტის ყველა სახეობიდან შეგვიძლია სასარგებლო რამის გადმოღება. ასევე, მათ შეუძლიათ ჩვენგან რაიმეს სწავლა. მოკლედ, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ”, – ციტირებს ვან ბასტენის სიტყვებს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ თამაშის მიმდინარეობისას გუნდების კაპიტნებს მთავარ მსაჯთან საუბრის უფლება რაგბიში აქვთ.