ფელაინი: “მოიესს დრო სჭირდება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ აღნიშნა, რომ გუნდის მწვრთნელს დევიდ მოიესს ფანების თანადგომა და დროს სჭირდება.
“მანჩესტერში ყოველთვის იცოდნენ მწვრთნელის მხარდაჭერა. ამაზე ფერგიუსონის 26 წლიანი კარიერაც მეტყველებს. მოიესს დრო სჭირდება. მას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს და რაც მთავარია ის შესანიშნავი სპეციალისტია” – განაცხადა ფელაინიმ.