ფელაინი: “მომდევნო წელს მაქსიმუმს ვაჩვენებ”
“მანცესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, მარუან ფელაინი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში იგი თავის ფასს გაამართლებს.
შეგახსენებთ, რომ “იუნაიტედმა” ფელაინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საატით ადრე იყიდა და მასში 27.5 მლნ. ფუნტი გადაიხადა. ხოლო ოქტომბრის დასაწყისშივე, “იუნაიტედის” შემადგენლობაში ჩატარებულ მხოლოდ მესამე შეხვედრაში მარუანმა ტრავმა მიიღო.
ბელგიის ნაკრების მოთამაშის აზრით ჯანმრთელობის პრობლემებმა მის თამაშზე გავლენა მოახდინა. ფელაინის იმედი აქვს, რომ მომდევნო წელს მისი თამაში გაუმჯობესდება.
“იმისათვის, რომ კარგად ვითამაშო, ჯანმრთელი უნდა ვიყო. მე შემიძლია ვითამაშო მაშინაც კი, როცა ტრავმირებული ვარ, მაგრამ ეს არ არის ჩემი ფორმა.”
“სამი თვე ვიყავი ტრავმირებული და ეს ჩემთვის რთული მომენტი იყო. როცა ახალ გუნდში მოდიხარ, თამაში გსურს, გსურს გუნდში დარჩე და როცა თამაშს ვერ ახერხებ, რთულია გუნდის თამაშისთვის ცქერა – მოედნის ფარგლებს გარეთაც კი. როცა სეზონი დასრულდება, მომდევნო წლისთვის დავიწყებ მზადებას და ის წელი უკეთესი იქნება”
“მომდევნო წელს ვაჩვენებ თუ რა შემიძლია” – აცხადებს ფელაინი.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/