ფელაინის ნაპოლიში გადასვლა არ შედგა
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა განაცხადა, რომ ის ნამდვილად ცდილობდა “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის შეძენას.
თუ “წითელი ეშმაკუნები” მარუანის გაშვებას მოისურვებენ, სავარაუდოდ შეეცდებიან რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ დანაკარგი მის ტრანსფერში. შეგახსენებთ, რომ “იუნაიტედმა” ის 27.5 მილიონად იყიდა.
დავამატებ იმასაც, რომ ფელაინი კვირაში 100 ათას ფუნტს იღებს. სერია ა-ს კლუბს კი ამდენი თანხა ნამდვილად არ აქვს, რომ ბელგიელი ნახევარმცველი შეიძინოს.
“ჩვენ იმ ფეხბურთელებით უნდა მივაღწიოთ შედეგს რომლებიც გვყავს. ფელაინი? მას კონტრაქტი აქვს “მანჩესტერ იუნაიტედთან”, ამიტომ ვფიქრობთ მხოლოდ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან.” – აცხადებს ბენიტესი ky Sport Italia-თან.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/