ფელაინის შეძენით ოთხი იტალიური კლუბია დაინტერესებული
არაა გამორიცხული, ბელგიელმა ფეხბურთელმა კარიერა სერია ა-ში გააგრძელოს.
მოგეხსენებათ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მარუან ფელაინი “სან სიროზე” გადაბარგების ვარიანტს დათანხმდა, თუმცა შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა.
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, “მილანის” გარდა, ბელგიელი ნახევარმცველის შეძენით “იუვენტუსი”, “ინტერი” და “რომა” არიან დაინტერესებულნი.
აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ როგორც “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფელაინის ტრანსფერის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა 28 წლის ბელგიელის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ფელაინიმ “წითელ ეშმაკთა” მაისურით ჯერჯერობით 18 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.