ფელიპე ლუისი: “სიმეონეს გული არ აქვს”
ბრაზილიელი მცველი, ფელიპე ლუისი, რომელსაც დიეგო სიმეონესთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, არგენტინელი სპეციალისტის თავისებურებებზე საჯაროდ საუბრობს.
“მერწმუნეთ, სიმეონეს გუნდში თამაში ადვილი ნამდვილად არ არის. მას გული არ აქვს. ის არასოდეს იცოდებს ფეხბურთელს. არა. სიმეონე გადაწყვეტილებს ყოველთვის მოსაგებად იღებს.
როდესაც ის “ატლეტიკოში” მოვიდა (2011 წელს), გუნდს ოთხი ქულა აშორებდა გასავარდნ ზონასთან. მოვიდა და ევროპა ლიგა მოიგო. სიმეონემ გუნდი მონსტრად გადააქცია. წარმატებას ერთი სახელი აქვს – დიეგო სიმეონე.
მისი მოსვლის შემდეგ გუნდში 120-ზე მეტი ფეხბურთელი ირიცხებოდა. ზოგი ვარსკვლავი იყო და ვერ თამაშობდა, ზოგი უცნობი იყო და სიმეონემ ვარსკვლავად აქცია.
სიმეონე დროს არასოდეს ფლანგავს. არასოდეს იტყვის – “მოდი, დღევანდელი სესიის ნაცვლად გავერთოთ”. ის ერთადერთი და განუმეორებელია,” – აცხადებს ფელიპე ლუისი.