ფელიპე ლუისი: “თუ მესი ოქროს ბურთს არ იმსახურებდა, მაშინ მე ფეხბურთი არ მცოდნია”
მადრიდის “ატლეტიკოს” მარცხენა მცველმა, ფელიპე ლუისმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წელს ოქროს ბურთს სწორედ არგენტინელი იმსახურებდა.
“როცა მოედანზე გავდივარ, ჩემი მიზანია, რომ მოწინააღმდეგეს არაფერი გავაკეთებინო, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, მესი თუ სხვა რომელიმე ფეხბურთელი.
წლებია ვხედავ, თუ როგორ იზრდება მესი – თავიდან ის ფლანგზე თამაშობდა, ახლა კი შუიდან უტევს. თქვეს, რომ ის ოქროს ბურთს არ იმსახურებს, რადგან 2018 წელს ცუდი სეზონი ჰქონდა. მან ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო, ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და უამრავი საგოლე პასი გააკეთა. თუ მესი ოქროს ბურთის მოგებას არ იმსახურებდა, მაშინ მე ფეხბურთის შესახებ არაფერი მცოდნია”, – ციტირებს ფელიპე ლუისის სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ოქროს ბურთი ლუკა მოდრიჩს გადაეცა. მესიმ მე-5 პოზიცია დაიკავა, მასზე წინ კილიან მბაპე, ანტუან გრიზმანი და კრიშტიანო რონალდუ გავიდნენ.