ფელიპე ლუისმა მესის მიმართ უხეშობისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

თარიღი: თებერვალი 3, 2016

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა ფელიპე ლუისმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შესახებაც Sport.es-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასთან“ მატჩის პირველ ტაიმში ლუისმა ლიონელ მესის მიმართ იუხეშა, რის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

აქედან გამომდინარე, ლუისი თავის გუნდს „ეიბართან“, „ხეტაფესთან“ და „ვილიარელთან“ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები