ფელიპე მელო: “კიელინი ჩემზე გაცოფებულია, რადგან ერთხელ ძლიერად ჩავარტყი”
ჯორჯო კიელინიმ თავის წიგნში მარიო ბალოტელისა და ფელიპე მელოს “დამპალი ვაშლები” უწოდა. კრიტიკას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მელო და განაცხადა, რომ კიელინიმ ამ ხერხს წიგნის გასაყიდად მიმართა.
“კიელინი ჩემზე გაცოფებულია, პრობლემები აქვს, რადგან ერთხელ ძლიერად ჩავარტყი თავი. ეს “სიენასთან” თამაშის დროს მოხდა. კიელინის ჩემთვის ბოდიში არასოდეს მოუხდია, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, სანამ თავის სიტყვებზე პასუხისმგებელი იქნება.
ამის შემდეგ მასთან არ მისაუბრია. თუმცა კიელინიმ ამაზე თავის წიგნში ისაუბრა, რათა დაპირისპირების შექმნის ხარჯზე წიგნი უფრო გაეყიდა. ათასი წიგნის დაწერა შემიძლია “იუვენტუსში” მომხდარზე, რაც გაცილებით უფრო საინტერესო იქნება.
კიელინის ლეგენდარული ხავიერ ძანეტისთვის უნდა მიებაძა, რომელსაც თავის წიგნში “იუვეს” შესახებ ერთი სიტყვაც არ დაუწერია. ამასთან ერთად, მაშინ, როდესაც ხალხი იტანჯება და იღუპება, წიგნის გამოქვეყნების დრო ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო,” – აცხადებს მელო.