ფელიპე მელო: “მესის რიგრიგობით ფეხებში ვურტყამდით”

თარიღი: მარტი 19, 2020

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ცდილობდნენ ის და მისი თანაგუნდელები მესის შეჩერებას.

“მესი უნიკალური ფეხბურთელია. როცა ბრაზილიის ნაკრებს მასთან დაპირისპირება უწევდა, გასახდელში ვამბობდით: “თითოეულმა ფეხბურთელმა ერთხელ უნდა ჩაარტყას, ეს რიგრიგობით უნდა გავაკეთოთ”. თუ ასე არ მოვიქცეოდით, მისი შეჩერება უფრო გაგვირთულდებოდა. არ გვინდოდა, რომ მას ტრავმა მიეღო, მაგრამ გვსურდა, ტემპი დაეკარგა და დისკომფორტი ეგრძნო – ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.

მესი შეუდარებელია, რონალდუზე უკეთესი. კრიშტიანოს შეუძლია ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანოს, მაგრამ მესის ამ ხუთი გოლის გატანაც შეუძლია და ასევე, თანაგუნდელებისათვის საგოლე მომენტების შექმნაც. ის უფრო სრულყოფილია”, – ციტირებს მელოს სიტყვებს Goal.com.

მსგავსი სიახლეები