ფელიქს მაგათი: “ტიტულები მესიმ მოიგო და არა გვარდიოლამ”

თარიღი: ოქტომბერი 12, 2020

“ბაიერნისა” და “შალკეს” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ “ბარსელონაში” ტიტულები მესიმ მოიგო და არა პეპ გვარდიოლამ. გერმანელმა სპეციალისტმა განმარტა, თუ რატომ ფიქრობს ასე.

“ტიტულები მესიმ მოიგო და არა გვარდიოლამ. გვარდიოლას სისტემა მესის გარეშე წარმატებული არასოდეს ყოფილა. მისი სისტემა რომ ამართლებდეს, ის ჩემპიონთა ლიგას “ბაიერნთან” ან “მანჩესტერ სიტისთან” ერთად დიდი ხნის წინ მოიგებდა.

ტიკი-ტაკა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ შენი გუნდის ფეხბურთელები მეტოქის მოთამაშეებზე ბევრად ტექნიკურები არიან. მაყურებლისთვის, ბურთის დიდი ხნით დაჭერა მოსაწყენია და ტოპ გუნდს ეს ნამდვილად არ სჭირდება”, – ციტირებს მაგათის სიტყვებს Goal.Com.

მსგავსი სიახლეები