ფელის ვისენტე: “ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეხვედრა ჩავატარეთ”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ “გაბალასთან” გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“გაბალასთან” მატჩზე: “პირველ რიგში, მინდა მივულოცო, ფეხბურთელებსა და “დინამოს” სრულ შემადგენლობას. ეს შედეგი გუნდურობამ მოიტანა. შესვენებაზე ბიჭებისათვის რაიმე განსაკუთრებული არ გვითქვამს, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ასევე, გოლი არ გავუშვით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.”
“ფეინოორდთან” გასამართ მატჩზე: “მომავალი მატჩისათვის მაქსიმალურად მოვემზადებით. “ფეინოორდი” ერთ-ერთი ევროპული გრანდია. შევეცდებით, ის რიტმი შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს. ისტორიული შეხვედრა “დინამოსთვის” მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრას ყველა ფეხბურთელი ელოდება. რაც შემიძლია მოკლედ და კონკრეტულად გითხრათ, ყველა მოთამაშე 100 პროცენტით დაიხარჯება.”
შენგელიას შესახებ: “დღეს მან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, მომავალი მატჩია – თბილისური დერბი.”
ნოდარ იაშვილზე: “ამ ორ დღეში მისი ტრავმის სიმძიმე გამოჩნდება და გავიგებთ, ითამაშებს თუ არა “ლოკომოტივთან”.”
“ლოკომოტივთან” მატჩზე: “ლოკომოტივი” კარგი გუნდია. შევეცდებით, ფეხბურთელების ენერგიის აღდგენა მოვასწროთ, რადგან ამ შეხვედრაში საბრძოლო შემადგენლობით თამაშს ვაპირებთ.”
კარიკარის შესახებ: “ყველა ვარჯიშში, რომელსაც ის ატარებს, ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შედის. მას მისი კონდიციებიდან გამომდინარე შესაბამისს დროს ვაძლევთ, რათა ტრავმა თავიდან ავიცილოთ.”
ფოტო: fcdinamo.ge