ფელის ვისენტე: “ვეცდებით განმეორებით მატჩშიც მსგავსი შედეგი დავაფიქსიროთ”

თარიღი: ივლისი 12, 2019

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ ანდორულ “ენგორდანის” წინააღმდეგ მოპოვებული რეკორდული გამარჯვების (6:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“დღევანდელ შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც ძალიან გვახარებს. მეტოქისადმი უდიდესი პატივისცემის გრძნობით, ვეცდებით განმეორებით მატჩშიც მსგავსი შედეგი დავაფიქსიროთ და მხოლოდ შემდეგ დავიწყებთ მომავალ მეტოქეებზე ფიქრს.

რაც შეეხება განმეორებით მატჩში ჩვენ შემადგენლობას, ბოლო წუთამდე არ გვეცოდინება თუ ვინ ითამაშებს და ვინ არა. ამ ერთი კვირის მანძილზე სათანადოდ უნდა შევაფასოთ თითოეული ფეხბურთელის ფორმა და ბოლოს მივიღოთ გადაწყვეტილებები.

მიღებული შედეგის გათვალისწინებით, შესაძლოა, ანდორაში გადახალისებული შემადგენლობითაც ვითამაშოთ. თუმცა, ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით შემადგენლობის შესახებ.

რა თქმა უნდა, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ გუნდის რამდენიმე წევრი აცხადებს მზაობას პენალტის შესრულებაზე. ჩვენ გუნდში არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებულად ასრულებს თერთმეტმეტრიანს, მაგრამ არ გვყავს გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის შეასრულებს პენალტს. თერთმეტმეტრიანის წინ გადავწყვეტთ, თუ ვინ შეასრულებს მას.

თითოეული ახალწვეული ცდილობს, რომ ადაპტაციის პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს. ვთვლი, რომ ეს პროცესი საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს, რაშიც კლუბის ყოველ წევრს მიუძღვის წვლილი.

სატრანსფერო ფანჯარა 18 ივლისამდე ღიაა და შესაძლოა, გუნდს კიდევ რამდენიმე მოთამაშე შეუერთდეს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არსებული რესურსით კმაყოფილები ვართ,” – ვციტირებთ “დინამოს” მთავარი მწვრთნელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 18 ივლისს ანდორაში ჩატარდება.

ფოტო: დინამო თბილისი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჭიაბრიშვილი: “დავინახე, რომ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცო

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოსთან” გამართული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 ივლისი

სებალოსი “არსენალში”, იჯარით? ლონდონის “არსენალს” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, დანი სებალოსის იჯარით დამატება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნენად ბელიცა: “ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ”

ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბელიცამ “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა....
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “საბურთალო” შინ ზაგრების “დინამოსთან” დამარცხდა

23 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგა თბილისის “საბურთალოსა” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” – ზაგრების “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “საბურთალო” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” “ახალი მესის” სანაცვლოდ 16 მილიონ ფუნტს იხდის

“სქაი სპორტსის” ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “ველეს სარსფილდთან” მოლაპარაკებას აწარმოებს ტიაგო ალმადას შესაძლო ტრანსფე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი ბილეთია გაყიდული “საბურთალო” – “დინამო ზაგრების” მატ

თბილისის “საბურთალო” 21:30 წუთზე ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება და 18 საათისთვის 7592 ბილეთია გაყიდული. მიხეილ მესხის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დილა” დიდიე კოუგბენიამ დატოვა

გორის “დილა” 23 წლის ტოგოელმა შემტევმა, დიდიე კოუგბენიამ დატოვა. კოუგბენია “მაქაბი ნეთანიას” დაუბრუნდა და იმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რუსთავმა” თევზაძე და დე ლა სოუზა დაიმატა

რუსთავის “რუსთავმა” მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე და თავდამსხმელი რაფაელ დე ლა სოუზა დაიმატა. 22 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაქსიმე ქვილითაია ირანში გადავიდა

ქუთაისის “ტორპედოს” ვიცე-კაპიტანი, მაქსიმე ქვილითაია კარიერას ირანში გააგრძელებს. ქვილითაია ირანის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ გუნდში, “...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შევარდენმა” 4 უკრაინელი და 2 ქართველი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა “შევარდენი 1906”-მა 6 ფეხბურთელი დაიმატა. “შევარდენში” კარიერას 2 ქართველი – მეკარე გიორგი ნადირაძე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება სოციალურ ქსელში

დღეს, იაპონიის ქალაქ საიტამაში ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს “ჩელსი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. მატჩა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანმა გარეტ ბეილის შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ზიზუმ რამდენიმე დღის თქვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ნაბილ ფეკირი “რეალ ბეტისის” ფეხბურთელია

“რეალ ბეტისის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას “ლიონის” ლიდერის, ნაბილ ფეკირის, ტრანსფერის შესახებ. 26 წლის თავდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 ივლისი

რუგანი ალდერვეირელდის ალტერნატივად Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დიდი შანსია “რომასა” და “ტოტენჰემს” შორის ტობი ალდერვეირელდ...
წაკითხვა