“ფენერბაჰჩემ” თვალი კასერესს დაადგა
დიდი ალბათობით, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ურუგვაელი მცველი სამუშაო ადგილს შეიცვლის.
როგორც თურქული გამოცემა Milliyet იტყობინება, მარტინ კასერესი “ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობის ინტერესთა სფეროში მოექცა.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინის “იუვენტუსთან”, მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. აგრეთვე, მისმა რეპუტაციამ საკმაოდ მოიკლო, როდესაც რამდენიმე თვის წინ ნასვამ მდგომარეობაში ავარიაში მოყვა. ამ ინციდენტის შემდეგ მარტინს მასიმილიანო ალეგრის გუნდში ვარჯიში რამდენიმე კვირით აეკრძალა.
აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონები უდისციპლინო მოთამაშის გაშვებაზე უარს არ იტყვიან და იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გაიყვანენ.