“ფენერბაჰჩეში” ვენგერზე ფიქრობენ
გერმანული გამოცემა “ბილდი” თურქულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ ვარიანტად არსენ ვენგერის კანდიდატურას განიხილავს. თურქულ კლუბს ეროლ ბულუთი თავკაცობს, რომელსაც შესაძლოა, მალე თანამდებობა დაატოვებინონ.
“ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შემდეგი კანდიდატურები განიხილება: გუნდის ყოფილი თავკაცი კრისტოფ დაუმი, კლუბის სპორტული დირექტორი ემრე ბელოზოღლუ, “ბაშაქშეჰირის” ექს-დამრიგებელი ოქან ბურუქი, ლონდონის “არსენალის” ყოფილი მენეჯერი არსენ ვენგერი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში “ფენერბაჰჩემ” მესუთ იოზილი დაიმატა, რომელსაც ვენგერი “არსენალში” 2013-დან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა. ფრანგი სპეციალისტი “მეთოფეებს” 23 წლის განმავლობაში, 1996-დან 2018 წლამდე თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, შვიდ-შვიდჯერ ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც მოახერხა.