დიკ ადვოკატი “პსჟ”-ს შემტევით ინტერესდება
თურქული გამოცემა, Milliyet-ი იტყობინება, “ფენერბახჩეს” მთავარი მწვრთნელი, დიკ ადვოკატი სერიოზულად არის დაინტერესბული “პსჟ”-ს შემტევით, ჰატემ ბენ არფათი.
გასულ სეზონში “ნიცაში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, 29 წლის მოთამაშე დედაქალაქურ კლუბში გადაბარგდა. თუმცა, ფაქტია, რომ იგი ისეთივე ეფექტური ვეღარ არის, როგორც შარშან. ბენ არფამ მხოლოდ და მხოლოდ 387 წუთი ითამაშა, ერთხელ აიღო მეტოქის კარი და ამდენივეჯერ გააკეთა საგოლე გადაცემა.
“ფენერბახჩეს” ხელმძღვანელობას ფრანგი სპორტსმენის იჯარით აყვანა იანვარში სურს. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.